შემადგენლობა:
- 600 გრ ბადრიჯანი
- 500 გრ პამიდორი
- 350 გრ სპაგეტი
- 50 გრ გახეხილი ყველი
- 3 ს.კ ზეითუნის ზეთი
- 2 კბილი ნიორი
- 1 კონა რეჰანი
- მარილი,პილპილი-გემოვნებით
მომზადება:
ბადრიჯანი დავჭრათ რგოლებად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ რამდენიმე საათი.
გავწუროთ, გავამშრალოთ ხელსახოცით და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან. ამავე ცხიმში
მოვშუშოთ კანგაცლილი და დაკეპილი პამიდორი წვრილად დაჭრილ ნიორთან ერთად, მოვაყაროთ
რეჰანის ფოთლები და ვშუშოთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი. სპაგეტი მოვხარშოთ 3 ლიტრ მარილიან
წყალში, გადავიტანოთ საწურში და გადავავლოთ ცივი წყალი. სპაგეტი გადავიტანოთ
სპეციალურ ჭურჭელში, მოვასხათ პამიდვრის სოუსი, გარშემო შემოვუწყოთ შემწვარი ბადრიჯნები
და მოვაყაროთ ყველი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ელარჯი |