Quantcast
Channel: ცხელი კერძები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 2201

ქაბაბი

$
0
0

მასალა:

  • 1 კგ ხორცი (ძროხის ან ცხვრის)
  • 3-4 თავი ხახვი
  • 3 სუფრის კოვზი ერბო
  • 0.5 ჭიქა კოწახური
  • 2 ცალი კვერცხი
  • 3 სუფრის კოვზი დანაყილი ორცხობილა
  • პილპილი და მარილი(გემოვნებით)

მომზადება:

ძროხის ან ცხვრის რბილი ხორცი ხახვთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შევაზავოთ მარილით, ძალიან წვრილად დაჭრილი  კოწახურით, დანაყილი პილპილით, შევურიოთ გათქვეფილი კვერცხი. გავაკეთოთ დაკეპილი ხორცის პატარ-პატარა გუფთები, მივცეთ მოგრძო ფორმა, ამოვავლოთ ორცხობილაში ან შევწვათ ერბოიან ტაფაზე ორივე მხრიდან. როცა შეიწვება ცოტა წყალი დავასხათ და ვადუღოთ რამოდენიმე წუთს

წაიკითხეთ სხვაც

Minestrone_Soup სუპი მინესტრონე

Viewing all articles
Browse latest Browse all 2201

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>