მასალა:
- 500 გრ საქონლის ფარში (ხახვით, პილპილით, მარილით)
- 300 გრ კომბოსტო
- 1/2 ჭიქა ბრინჯი
- 1 კვერცხი
- ზეთი
- საფანელი
მომზადება:
მოხარშეთ ბრინჯი. კომბოსტო წვრილად დაჭერით, დაასხით მდუღარე წყალი 3-4 წუთით, გადაყარეთ საწურზე, როცა გაგრილდება ხელით გაწურეთ. კვერცხი, ბრინჯი და კომბოსტო შეურიეთ ფარშს, კარგად აურიეთ. თუ ძალიან მშრალი გამოვიდა, შეგიძლიათ ერთი 1.ს. კოვზი კეტჩუპი ცოტა წყალში გახსნილი დაამატოთ. ფარშს მიეცით ოვალური(კატლეტის) ფორმა, ამოავლეთ საფანელში და შეწვით ზეთში.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
მაწვნის წვნიანი |