უგემრიელესი კერძის რეცეპტი ჩვენგან!
შემადგენლობა:
- 800 გ ძვლიანი ღორის ხრცი
- 150 გრ კეფირი
- 2 ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- პილპილი, წითელი წიწაკა
- 1-2 დაფნის ფოთოლი
- მარილი
გარნირი:
- 1 თავი კომბოსტო
- 4 კარტოფილი
- 2 ხახვი
- 2 კბილი ნიორი
- მარილი და პილპილი, ქონდარი
- 1 ს.კ ტომატი+100 მლ წყალი
- მწვანილი
მომზადება:
ხახვი დავჭრათნახევარ რგოლებად, ნიორი წვრილად. შევურიოთ ღორის ხორცის ნაჭრებს, დავუმატოთ
წიწაკა,პილპილი, დაფნა, კეფირი და კარგად ავურიოთ. დავაფაროთ თავზე და 1 ღამით მაცივარში
გავაჩეროთ.
მეორე დღეს, კომბოსტო დავჭრათ თხლად, კარტოფილი მსხვილ კუბიკებად, ხახვი ალყა-ალყა, ნიორი-
წვრილად. ყველაფერი ცხიმწასმულ ფორმაში გადავიტანოთ, მოვაყაროთ მარილი,პილპილი, ქონდარი,
ავურიოთ და მოვასხათ წყალში გახსნილი ტომატი.
ზემოდან დავალაგოთ ხორცის ნაჭრები თავის მარინადიანად. ხორცს მოვაყაროთ მარილი.
შევწვათ ღუმელში 200 გრადუსზე, დაახლოებით 1 საათი ან სანამ ხორცი მომზადდება. პერიოდულად
ამოვურიოთ.
წაიკითხეთ სხვაც
Image may be NSFW. Clik here to view. ![]() |
ქათმის კატლეტი |