Quantcast
Channel: ცხელი კერძები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 2201 articles
Browse latest View live

სოკოს სუპი

$
0
0

მომზადება:

კარგად დაამუშავეთ სოკო და მოხარშეთ. ალუმინის ქვაბში ჩადეთ 100 გრ კარაქი,  3 ც დაჭრილი ხახვი და

მოშუშეთ. დაუმატეთ 2 ც კარტოფილი, 1 ც სტაფილო და მოხარშული სოკო თავისივე ნახარშით. 1/2 ჭიქა

ბრინჯი. ყველაფერი რომ მოიხარშება დაუმატეთ შავი პილპილი და ქინძი.


ოჯახური

$
0
0

მომზადება:

დაჭერით 1 კგ რბილი ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად, დაასხით ძმრიანი წყალი, გააჩერეთ 1 სთ, ამოიღეთ და

შეურიეთ წვრილად დაჭრილი 2 თავი ხახვი, 4 კბილი ნიორი, წიწაკა, დაფნა, მარილი. გააჩერეთ რამდენიმე

საათი. ( შეიძლება მთელი ღამე) შეწვით ცხიმიან ტაფაში, საშუალო ცეცხლზე თავდახურულში.

შეწვით 1 კგ მრგვალად დაჭრილი , მარილმოყრილი კარტოფილი. მოშუშეთ ცხიმში 1 კგ ალყა-ალყა დაჭრილი

ხახვი. დადეთ ბრტყელი თეფშის ერთ მხარეზე ხორცი, მეორეზე კარტოფილი, თავზე მოაყარეთ ხახვი.

წაიკითხეთ სხვაც

yabayi ყაბაყი ხორცის ფარშით

ლობიო ტომატით

$
0
0

მომზადება:

მოხარშეთ 500 გრ ლობიო. მოშუშეთ 2-3 თავი ხახვი 1ს.კ კარაქსა და 1ს.კ ზეთში.დაუმატეთ 1ს.კ ტომატი,

წიწაკა, ხმელი ქინძი, დანაყინი ნიორი, მარილი, შეურეით ლობიოს. დაუმატეთ 1 ს.კ ძმარი. ამოლესეთ.

სუფრაზე მიიტანეთ ცხლად, მწვანილმოყრილი.

წაიკითხეთ სხვაც

xaxvi nigvzit ხახვი ნიგვზით

კარტოფილი ფარშით

$
0
0

მომზადება:

გათალეთ 1 კგ მოგრძო კარტოფილი, მოაჭერით თავი, ამოიღეთ რბილობი.

ზეთში მოშუშეთ 2 თავი ხახვი, კარტოფილის დაჭრილი რბილობი, ნიორი, წიწაკა,მწვანილი,მარილი. აგრეთვე

გატარებული მოშუშული ხორცი.

ფარშით ამოტენეთ კარტოფილი და შეწვით ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე.

წაიკითხეთ სხვაც

southern-fried-chicken_butter-milk ქათამი რძით

კვერცხი ტომატით ( ვიდეო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 ც კვერცხი
  • 2 ნაჭერი დაჭრილი ბეკონი
  • 2 კბილი ნიორი
  • ტომატის სოუსი
  • 2 ს.კ დაჭრილი ოხრახუში
  • მარილი და პილპილი-გემოვენებით
  • მწიკი წიწაკა
  • პარმეზანი

მომზადება:

ბეკონი მოვათავსოთ ტაფაში და შევწვათ, დავამატოთ დაჭრილი ნიორი, წიწაკა და დაახლოებით 250 გრამი

ტომატის სოუსი,თან განუწყვეტლივ ვურიოთ. დავამატოთ პილპილი და მარილი,ამოვორიოთ და გავაჩეროთ

15 წთ დაბალ ცეცხლზე.  დავამატოთ ოხრახუში და შემდეგ სათითაოდ ჩავახალოთ კვერცხები, მოვაყაროთ

გახეხილი ყველი და გავაჩეროთ 5 წთ.

 

წაიკითხეთ სხვაც

qatmis tabaka ქათმის ტაბაკა

მაკარონი ხორცით

$
0
0

მომზადება:

500 გრ ძროხის ხორცს მოაყარეთ მარილი და მთლიანად დადეთ ცხიმიან ტაფაზე. შეწვით ყოველი მხრიდან.

ჩადეთ ქვაბში, დაუმატეთ 1 ს. კტომატი, 2 ჭიქა წყალი, 1ც დაჭრილი სტაფილო, 2 თავი ხახვი, დაფნა, ოხრახუში,

დაახურეთ თავზე და ხარშეთ.

დაუმატეთ ცხიმში მოშუშული 1ს.კ პურის ფქვილი. მოხარშეთ 500 გრ მაკარონი მარილიან წყალში, გაწურეთ,

მოშუშეთ ცხიმში.

ხორცი დააქუცმაცეთ. თეფშზე მოათავსეთ მაკარონი, შემდეგ კი ხორცი, მარილით შეზავებული მისივე

წვენით.

წაიკითხეთ სხვაც

safimo qondriani საფირმო ქონდრიანი

ლობიოს სუპი

$
0
0

მომზადება:

მოხარშეთ 300 გრ ლობიო, დაუმატეთ 1  ც სტაფილო, 2 კბილი ნიორი, 2 ც საშუალო ზომის კარტოფილი.

2 ს.კ ზეთში მოშუშეთ 2 თავი ხახვი, 1 ც ულგარული წიწაკა, 1 ს.კ ტომატი და შეურიეთ სუპს. დაუმატეთ მარილი გემოვნებით

და 100 გრ მწვანილი.

ბაბკა

$
0
0

მომზადება:

მოხარშეთ მდუღარე, მარილიან წყალში 500 გრ მაკარონი, გაწურეთ, გაავლეთ წყალი.

ათქვიფეთ 2 ც კვერცხი და აურიეთ მაკარონს, დაუმატეთ 100 გრ კარაქი, შაქარი გემოვნებით.

ჩადეთ თბილ, ცხიმწასმულ ყალიბში, გამოაცხვეთ ღუმელში.

წაიკითხეთ სხვაც

Qatmis Zapekanka ქათმის ზაპეკანკა

შემწვარი კარტოფილი და ძეხვი ( ვიდეო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 ც იტალიური ძეხვი
  • 1 კგ დაჭრილი კარტოფილი ( კანიანად)
  • 3 ს.კ ზეთი
  • 2 ს.კ დაჭრილი ოხრახუში
  • მარილი და პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

ტაფაზე დავასხათ ზეთი, მოვათავსოთ შუაზე გაჭრილი ზეხვები და შევწვათ ორივე მხრიდან.იმავე ტაფაზე

შევწვათ კარტოფილი, დავამატოთ მარილი, პილპილი და ოხრახუში. გადმოვიღოთ თეფშზე და ფავადოთ

შემწვარი ძეხვი.

ტორტილია

$
0
0

მომზადება:

გაფცქვენით, დაჭერით და მარილიან წყალში მოხარშეთ 1 კგ კარტოფილი. გადმოიღეთ საწურზე.

3/4 ჭიქა ზეთში მოშუშეთ საშუალო ზომის 4 თავი ხახვი, დაუმატეთ მოხარშული კარტოფილი, ნიორი, წიწაკა,

შავი პილპილი. ათქვიფეთ 4 ც კვერცხი, შეაზავეთ მარილით და მოასხით თავზე კარტოფილს. დაახურეთ

თავზე და დადგით საშუალო ცეცხლზე. როცა თავი მოშრება. მზად არის .

წაიკითხეთ სხვაც

fried-green-beans-with-dipping-sauce-11900015rca-ss მწვანე ლობიოს ფრი ( ვიდეო)

იტალიური კესადილია ( ვიდეო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 ნაჭერი ტორტილია
  • 1-1/2 ჭიქა გახეხილი მოცარელა
  • 1/4 კგ დაჭრილი ლორი
  • 1/4 ჭიქა საწებელი პესტო
  • ზეთი

მომზადება:

ტორტილიას ნაჭერს წავუსვათ პესტო და დავდოთ ზეთიან ტაფაზე, მოვაყაროთ ყველი,დავადოთ

ლორის ნაჭრები და გადავკეცოთ.

 

წაიკითხეთ სხვაც

გულიაში უნგრულად გულიაში უნგრულად

ამოლესილი ლობიო

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ ლობიო
  • 2-3 თავი ხახვი
  • 2 ს.კ ტყემლის საწებელი
  •  თითო კონა მწვანილი ( ოხრახუში, ქინძი, ნიახური,ქონდარი)
  • 1 ძირი პრასი
  • თითო ჩ.კ სუნელი
  • 5 კბილი ნიორი
  • წიწაკა,მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ხმელი ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ და მოვხარშოთ ( ხარშვისას ვამატოთ ადუღებული წყალი).

როდესაც ლობიო კარგად მოიხარშება, ქვაბიდან გადმოვწუროთ ლობიოს ნახარში, ხოლო მარცვლები კარგად

ამოვლესოთ ხის კოვზით. ამოლესილ ლობიოში ისევ ჩავასხათ გადმოწურული სითხე და მოვურიოთ.

დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი,ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, წვრილად დაჭრილი მწვანილი,

ტყემლის საწებელი, დანაყილი ნიორი და წიწაკა. კიდევ 10 წუთს ვხარშოთ.

წაიკითხეთ სხვაც

kartofipilis souzi კარტოფილის სოუზი

კარტოფილი ბოსტნეულის ფარშით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 6 ც კარტოფილი
  • 4 ც სტაფილო
  • 200 გრ კომბოსტო
  • 2 თავი ხახვი
  • ზეთი-საჭიროების მიხედვით
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

თანაბარი ზომის კარტოფილი კარგად გავრეცხოთ, თავი მოვაჭრათ და კოვზით ამოვაცალოთ რბილობი.

ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო,სტაფილო და ხახვი. შევაზავოთ მარილით და ამ მასალით

ამოვავსოთ კარტოფილი, დავახუროთ მოჭრილი თავები, დავაწოთ საცხბო ფირფიტაზე და შევდოთ

ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე.

წაიკითხეთ სხვაც

karotiflis saalata კარტოფილის სალათა

მაკარონი ხორცით

$
0
0

მომზადება:

მოხარშეთ 600 გრ მაკარონი. დაუმატეთ 50 გრ კარაქი და 2 ც ათქვეფილი კვერცხი.

მოშუშეთ ტაფაზე ცხიმში, ხორცსაკეპში გატარებული  500 გრ ხორცი, რომელიც შეანელეთ შავი პილპილით და

მარილით. ცალკე მოშუშეთ ცხიმში 200 გრ ხახვი.

ცხიმწასმულ ფორმას მოააყრეთ 70 გრ ორცხობილა. მოათავსეთ მოხარშული ნახევარი მაკარონი, შემდეგ

ხორცი, ხახვი და ისევ მაკარონი. გამოაცხვეთ ღუმელში საშუალო ტემპერატურზე.

წაიკითხეთ სხვაც

kartofili espanurad კარტოფილი ესპანურად

კვერცხი ნიგვზით

$
0
0

მომზადება:

გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში 100 გრ ნიგოზი, აურიეთ მარილმოყრილი 4 ც კვერცხი. დაუმატეთ წვრილად

დაჭრილი ოხრახუში, კარგად ათქვიფეთ და შეწვით 3 ს.კ კარაქით ცხელ ტაფაში.

წაიკითხეთ სხვაც

mtsvane-lobio-kvercxit მწვანე ლობიო კვერცხით

პური ყველით და ნივრით ( ვიდეო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ც გრძელი იტალიური პური
  • 6 კბილი ნიორი
  • 1/4 ჭიქა ზეთი
  • 2 ს.ლ დაჭრილი ოხრახუში
  • 1 ჭიქა გახეხილი მოცარელა
  • პარმეზანი

მომზადება:

პური გავჭრათ სიგრძეზე. ოხრახუში ,ნიორი და ზეთი დავაბლენდეროთ.  მიღებული მასა გადავუსვათ

პურს. შევახვიოთ ფოლგაში და შევდოთ ღუმელში 400 გრადუსზე 10 წუთით.  გამოვიღოთ, მოვაცალოთ

ფოლგა, პურს მოვაყაროთ მოცარელა და პარმეზანი, შემდეგ ისევ შევდოთ ღუმელში 10-15 წუთის

განმავლობაში, სანამ ყველი არ გადნება.

წაიკითხეთ სხვაც

7-andre-grilled-cheese-400 სენდვიჩი ყველით

ბორში

$
0
0

მომზადება:

დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად 1კგ ძვლიანი ხორცი. მოხარშეთ, ხარშვის დაწყებამდე მოხადეთ თავი.

დაუმატეთ 1ც მრგვლად გახეხილი სტაფილო, 0.5 კგ კომბოსტო, 2 ც კარტოფილი. მოშუშეთ ცხიმში 2 თავი

ხახვი, 3 კბილი ნიორი, 2ც ბულგარული წიწაკა. 2ს.კ ტომატი ან 3 ც პამიდორი. შეურიეთ ბორშს, დაუმატეთ

2 ფოთოლი დაფნა, 2ს.კ ძმარი და მარილი გემოვნებით. რომ გამორთავთ დაუმატეთ 1 ც გახეხილი და

მოშუშული ჭარხალი, 150 გრ ქინძი, ოხრახუში, ნიახური, ცერეცო, რეჰანი და ქონდარი.

წაიკითხეთ სხვაც

Soko Boloniurad სოკო ბოლონიურად

კატლეტი წიწიბურით და ბრინჯით

$
0
0

მომზადება:

კარგად მოხარშეთ ცალცალკე თითო ჭიქა წიწიბურა და ბრინჯი. გაწურეთ, გაატარეთ ხორცსაკეპში, მასთან

ერთად გაატარეთ აგრეთვე, 2თავი ხახვი, 3 კბილი ნიორი, წიწაკა, 30-30 გრ ყოველნაირი მწვანილი.

დაუმატეთ შავი პილპილი, მარილი, მარილი, 2 ც კვერცხი. კარგად აურიეთ, დაყავით გუნდებად. ამოვლეთ

საფანელში და შეწვით ცხიმში ორივე მხრიდან. გარნირად გამოიყენეთ შემწვარი კარტოფილი.

 

წაიკითხეთ სხვაც

ხახვის წვნიანი ფრანგულად ხახვის წვნიანი ფრანგულად

ხორცი კარტოფილით

$
0
0

მომზადება:

მოხარშეთ 2 კგ კარტოფილი, გაფცქვენით, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ მარილი. მოხაშეთ

1 კგ რბილი ხორცი, რომ გაცივდება გაატარეთ ხორცსაკეპში, მოშუშეთ ზეითუნის ზეთში. მოშუშეთ 1/2

კგ ხახვი და შეურიეთ ხორცს. დაუმატეთ მაგრად მოხარშული წვრილად დაჭრილი 2ც კვერცხი, 1ჩ.კ პილპილი,

ქინძი, მარილი გემოვნებით. ცხელ ცხიმიან საცხობ ფორმას მოაყარეთ საფანელი, დადეთ კარტოფილის პიურეს

ნახევარი და გააბრტყელეთ, ზედ დაადეთ მომზადებული ფარში, ზემოდ კი დარჩენილი პიურე.

თავზე მოასხით ათქვეფილი, მარილმოყრილი 3 ც კვერცხი. შედგით ღუმელში, საშუალო ტემპერატურაზე.

კუჭმაჭი მეგრულად

$
0
0

მომზადება:

მოხარშეთ საქონლის ან ფრინველის 1 კგ კუჭმაჭი, დაჭერით, მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ 2ს.კ

ცხიმი და მოშუშეთ თავისივე წვენში, დაუმატეთ 4 ც წვრილად დაჭრილი ხახვი და გააგრძელეთ

მოშუშვა. 2ს.კ ძმარში გახსენით დანაყილი 5 კბილი ნიორი, ორ-ორი ჩ.კ ხმელი ქინძი და ქონდარი,

შავი პილპილი, წითელი წიწაკა და მარილი გემოვენბით. კუჭმაჭს შეურიეთ მომზადებული მასა

და გააჩერეთ ცეცხლზე 5-10 წთ. სუფრაზე მიიტანეთ ცხლად მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.

წაიკითხეთ სხვაც

mwvane supi kartofili მწვანე სუპი კარტოფილით
Viewing all 2201 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>