Quantcast
Channel: ცხელი კერძები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 2201 articles
Browse latest View live

ხორციანი მაკარონის ბრაწულა

$
0
0

შემადგენლობა:

  •  100 გრ ხორცი
  • 50 გრ მაკარონი
  • 50 გრ კომბოსტო
  • 1 ც კვერცხი
  •  1 თავი ხახვი
  • 50 გრ ყველი
  • 10 გრ კარაქი

მომზადება:

მოხარშული საქონლის ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ცალკე მოვხარშოთ მაკარონი და წვრილად

დაჭრილი კომბოსტო. როცა მზად იქნება,გადავწუროთ წყალი, შევურიოთ გატარებული ხორცი, დავუმატოთ

კარაქში მოხრაკულიი წვრილად დაჭრილი ხახვი, შევათქიფოთ კვერცხი და ყველაფერი კარგად ავურიოთ.

გადავიტანოთ ცხიმიან ფორმაში, მოვაყაროთ ზემოდან გახეხილი ყველი და გამოვაცხოთ ღუმელში.

წაიკითხეთ სხვაც

julieni ჟულიენი

ხაჭო სტაფილოთი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  2 ს.კ ხაჭო
  • 2 ც სტაფილო
  • 10 ც ქიშმიში
  • 1 ც კვერცხი
  • 3 ს.კ მანის ბურღული

მომზადება:

საშუალო ზომის სტაფილოები კარგად გავრეცხოთ, გავფცქვნათ და გავხეხოთ სახეხზე. მოვათავსოთ ქვაბში,

დავასხათ ცოტა წყალი და ვადუღოთ 15 წუთის განმავლობაში. როცა სტაფილო მოიხარშება, გადავიტანოთ

ბლენდერში და დავუამტოთ 1 კვერცხის გული, ხაჭო და მანის ბურღული. მიღებული მასა მოვათავსოთ ჯამში.

ჩვენთვის სასურველ ფორმებს წავუსვათ კარაქი, გადავანაწილოთ ფორმებში მიღებული მასა და გაზქურაში

გამოვაცხოთ.

წაიკითხეთ სხვაც

4 დაკეპილი კარტოფილი

სოკო ლიმნით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  150 გრ სოკო
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ც ლიმონი
  • 5 ღერი ქინძი
  • 2 ს.კ მცენარეული ზეთი
  • მარილი და შავი პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

სოკო მოვხარშოთ ზეთში, დავუმატოთ გაჭყლეტილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ქინძი და ვშუშოთ ნელცეცხლზე.

გადმოვდგათ ,მოვაყაროთ მარილი,შავი პილპილი,მოვასხათ მაიონეზი და ოდნავ ლიმნის წვენი.

წაიკითხეთ სხვაც

lobios pashteti ლობიოს პაშტეტი

შემწვარი კარტოფილი მექსიკურად

$
0
0

შემადგენლობა:

  • 6 ც საშუალო ზომის კარტოფილი
  • 50 გრ კარაქი
  • 1/2 ჩ.კ დაფქული წიწაკა
  • ძირა, მარილი-გემოვნებით
  • 2 ს.კ თავშავა
  • 1 ს.კ ძალიან წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი

მომზადება:

კარტოფილი დაჭერით მსხვილად (სასურველია, გაჭრათ ოთხად), ჩაყარეთ გამდნარ კარაქში ისე, რომ

კარტოფილის თითოეულ ნაჭერზე კარგად განაწილდეს ცხიმი. წიწაკა, ძირა, მარილი,თავშავა და ხახვი კარგად

აურიეთ ერთმანეთში. შემდეგ კი -კარტოფილში.შედგით ღუმელში და გააჩერეთ მანამ, სანამ კარტოფილი მზად

არ იქნება.

წაიკითხეთ სხვაც

charxlis salata ჭარხლის სალათა ბროწეულით

ყველის სუფლე

$
0
0

შემადგენლობა:

  • 150 გრ ყველი
  • 100 გრ ფქვილი
  • 100 გრ კარაქი
  • 200 მლ რძე
  • მწიკვი მუსკატის კაკალი
  • 4 ც კვერცხი
  • მარილი და პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. ყველი გავხეხოთ. რძე შევათბოთ. კარაქი გავადნოთ, გადავიტანოთ

თასში, დავუმატოთ ფქვილი და მოვურიოთ. დავუმატოთ კვერცხის გულები, რძე, მარილი (გააჩნია ყველის

სიმლაშეს),  პილპილი, ჯავზი და გახეხილი ყველი. კარგად მოვურიოთ. ცალკე თასში მწიკვ მარილთან ერთად

ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და ბეზე თანდათანობით დავუმატოთ ყველიან მასას.

ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე. სუფლეს მასა გადავიტანოთ წინასწარ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ

ფორმებში და აირღუმლის ზედა თაროზე 20 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. სუფლე ლამაზ ოქროსფერს რომ

მიიღებს და ამოიბურცება, უკვე მზადაა. სუფლე ცხელი უნდა მივიტანოთ სუფრასთან, თუმცა ცივიც

შესანიშნავია. განსაკუთრებით უხდება სალათებს, ხორცისა და ბოსტნეულის წვნიანებს. შესანიშნავი სნეკია

ლუდთანაც.

წაიკითხეთ სხვაც

moxrakuli dzexvi kombostoti მოხრაკული ძეხვი

სპაგეტი ქათმით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 450 გრ ქათმის ფილე
  • 3 ს. კ ზეთი
  • 4 კბილი ნიორი
  •   პამიდვრის სოუსი
  •  500 გრ სპაგეტი
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ქათმის ფილე მოვხარშოთ, გავაციოთ. დავჭრათ პატარა კუბებად და მოვხრაკოთ ზეთში გაჭეჭყილ ნიორთან

ერთად.  სპაგეტი მოვხარშოთ, დავუმატოთ პამიდვრის სოუსი, შემდეგ ქათმის ხორცი, მარილი და კარგად

ავურიოთ.

 

ტოლმა ხბოს ხორცით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 100 გრ ხბოს ხორცი
  • 150 გრ კომბოსტო
  • 20 გრ ხახვი
  • 10 გრ კარაქი
  • 20 გრ ბრინჯი
  • 50 გრ არაჟანი
  • 1 ც კვერცხი
  • 3-4 ღერი ოხრახუში
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

კომბოსტოს ფოთლები მოვთუთქოთ მარილიან წყალში  8-10 წუთი და მოვაჭრათ მაგარი ადგილები. ხბოს ხორცი

ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და მოვშუშოთ კარაქში. დავუამტოთ 1 ს.კ წყალი,მოხარშული ბრინჯი,

წვრილად დაჭრილი მწვანილი და ხახვი, ჩავახალოთ კვერცხი, მოვაყაროთ მარილი და კარგად ამოვურიოთ.

ფარში მოვათავსოთ კომბოსტოს ფოთოლში და გადავახვიოთ. ჩავაწყოთ ქვაბში, მოვასხათ ცოტაოდენი წყალში

გახსნილი არაჟანი და შევდგათ ღუმელში 30 წუთით.

წაიკითხეთ სხვაც

qatmis bulgama ქათმის ბუღლამა

პუდინგი გოგრით და ვაშლით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 100 გრ გოგრა
  • 50 მლ რძე
  • 1 ც ვაშლი
  • 2 ჩ.კ მანის ბურღული
  • 1 ჩ.კ შაქარი
  • 1 ც კვერცხი

მომზადება:

გოგრა გავფცქვნათ, მოვაშოროთ თესლები, ასევე ვაშლსაც, დავჭრათ წვრილად და ჩავთუთქოთ რძესთან ერთად.

ნელ-ნელა დავუმატოთ მანის ბურღული,თან გამუდმებით ვურიოთ და დავტოვოთ ცეცხლზე კიდევ 10 წუთის

განმავლობაში. მიღებული მასა გავაციოთ, დავაყაროთ შაქარი. კვერცხის გული გავყოთ შუაზე და ნახევარი

დავუმატოთ მიღებულ მასას. კვერცხის ცილა კარგად ავთქვიფოთ და ნელ-ნელა შევაზილოთ გოგრას.

მიღებული ცომი გადავიტანოთ კარაქწასმულ ფორმაში და გამოვაცხოთ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში.


კომბოსტოს მწნილი ჭარხლით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 კგ კობოსტო
  • 300 გრ ჭარხალი
  • 300 გრ ნიახური
  • 10 გრ ნიორი
  • 50 გრ შაქარი
  • 8-10 ც დაფნის ფოთოლი
  • 50 გრ ძმარი
  • მარილი,მწარე წიწაკა-გემვონებით

მომზადება:

შევარჩიოთ ახალი კომბოსტოს საშუალო ზომის მაგარი, თეთრი თავები. მოვაშოროთ უვაგირსი ფოთლები.

შემდეგ თითოეული დავჭრათ შუაზე ან ოთხად და ჩავალაგოთ სუფთა კასრში ან ქილაში. ჩაწყობის დროს

კომბოსტოზე ფენებად მოვაყაროთ წინასწარ გარეცხილი და დაჭრილი ნიახური ( ძირებიანად), წიწაკა,

ნიორი,ჭარხალი,დაფნის ფოთოლი. შემდეგ დავასხათ მარილწყალი, რომელშიაც შერეული იქნება შაქარი და

ძმარი. მარილწყალი მწნილს უნდა ფარავდეს.

წაიკითხეთ სხვაც

xaxvi nigvzit ხახვი ნიგვზით

ომლეტი

$
0
0

მომზადება:

კარგად ათქვიფეთ 5 ც კვერცხი, დაუმატეთ 1/3 ჭიქა ანადუღარი ცივი რძე. 1 ჩ.კ პურისფქვილი, 1 ჩ.კ კარაქი,მარილი.

შეწვით ცხელ ტაფაზე ცხიმში. ორად გადაკეცეთ.

წაიკითხეთ სხვაც

qatis gvezeli ქათმის ღვეზელი

მაკარონი ყველით

$
0
0

მომზადება: 

მოხარშეთ 600 გრ მაკარონი. მოათავსეთ ქვაბში. დაუმატეთ 60 გრ კარაქი.

შუშეთ 10 წთ. გადმოდგით და კარგად აურიეთ 200 გრ გახეხილი ყველი.

წაიკითხეთ სხვაც

sokos supi mdnari yvelit სოკოს სუპი მდნარი ყველით

სოსისი ტომატით

$
0
0

მომზადება:

დაჭრით 1 კგ სოსისი პატარა ნაჭრებად. მოათავსეთ ცხიმიან ტაფაზე და მოშუშეთ 3 თავ წვრილად დაჭრილ

ხახვთან ერთად. დაუმატეთ 2 ს.კ ტომატი. 5 წთ-ის შემდეგ დაასხით 2 ჭიქა წყალი, 3 კბილი ნიორი, წიწაკა, ხმელი

ქინძი, შავი პილპილი, მარილი.

5-10 წთ-ის შემდეგ გამორთეთ, გადმოდგით ლანგარზე, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი 50-50 გრ ქინძი

და ოხრახუში.

წაიკითხეთ სხვაც

lobio tomatshi ლობიო ტომატში

შნიცელი

$
0
0

მომზადება:

1 კგ ხბოს ან ღორის ხორცი დაჭერით მოგრძო ნაჭრებად, დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

ამოვლეთ ჯერ 1 ც ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ კი ორცხობილაში. შეწვით ორივე მხრიდან გაცხელებულ,

ცხიმიან თავდახურულ ტაფაში, დაბალ ცეცხლზე.

გარშემო შემოუწყვეთ წვრილად დაჭრილი შემწვარი კარტოფილი.

წაიკითხეთ სხვაც

xarsho ხარჩო

კარტოფილის პიურე

$
0
0

მომზადება:

გაფცქვენით და დაჭერით 1 კგ კარტოფილი. დაასხით იმდენი წყალი,რომ შემოადგეს.როცა კარგად მოიხარშება

ჩაზილეთ. დაუმატეთ 0.5 ჭიქა რძე, 2 ს.კ კარაქი. კარგია თუ დაუმატებთ 3ს.კ არაჟანს.

ისპანახი კვერცხით

$
0
0

მომზადება:

1 კგ ისპანახი გარეცხეთ ცივი წყლით და ჩაყარეთ მარილითა და სოდით გაზავებულ მდუღარე წყალში,

რომ მწვანედ მოიხარშოს, რომ მოიხარშება დაყარეთ საწურზე, გაწურეთ, დაკეპეთ დანით.

წვრილად დაჭერით 60 გრ ხახვი დამოშუშეთ 60 გრ კარაქთან ერთად ქვაბში. ჩაუშვით ისპანახი და მოურიეთ.

იშუშოს 15 წთ. შემდეგ შეაზავეთ დაჭრილი ქინძით, პიტნით, კამით, ოხრახუშით.  დაუმატეთ მარილი და პილპილი.

მოათავსეთ ტაფაში და ზემოდან დაასხით  დაკეპილი 50 გრ მწვანილითა და 50 გრ რძით შეზავებული, ათქვეფილი 2ც

კვერცხი და  60 გრ გამდნარი კარაქი. შედგით ღუმელში გამოსაცხობად. როცა მზად იქნება სუფრაზე მიიტანეთ ცხლად.

 

წაიკითხეთ სხვაც

badrijnis  cxeli kerdzi ბადრიჯნის ცხელი კერძი

ყიყლიყო

$
0
0

მომზადება:

ათქვიფეთ 2ც კვერცხი, დაამატეთ 1 ს.კ რძე, მარილი,შიგ ამოავლეთ თხლად დაჭრილი თეთრი პური. შეწვით ცხიმიან

ტაფაში, ორთავე მხრიდან.

წაიკითხეთ სხვაც

fetvis_fafa_gogrit ფეტვის ფაფა

ქათმის ტაბაკა

$
0
0

მომზადება:

1 ც გასუფთავებული და გარეცხილ ქათამს წაუსვით ძმარში გახსნილი დანაყილი ნიორი, მარილი,წიწაკა და ხმელი ქინძი.

დადეთ ცხელ, ცხიმიან ტაფაზე და შეწვით ყოველი მხრიდან, თავდახურულ ტაფაში. დადეთ ლანგარზე და

ცხელ ქათამს კვლავ წაუსვით იმავე შემადგენლობის საკაზმი.

ქაბაბი

$
0
0

მომზადება:

გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში 1 კგ რბილი ხორცი, 2 თავი ხახვი,წიწაკა და ნიორი.

შეაზილეთ 2 ც კვერცხი, 2 ს.კ კოწახური ან ლიმონის წვენი,მარილი. დაყავით გუნდებად, მიეცით მოგრძო ფორმა,

შეწვით ცხელ ცხიმიან ტაფაზე.

მოაყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, ბროწეულის მარცვლები და ოხრახუში.

შეიძლება შეახვიოთ ლავაშში და ისე მიიტანოთ სუფრაზე.

წაიკითხეთ სხვაც

kartofili mnari yvelit კარტოფილი მდნარი ყველით

სპაგეტი

$
0
0

მომზადება:

1 ჩ.ჭ ზეთში ჩადეთ 1 ც წითელი მწარე წიწაკა, 5 კბილი ნიორი, წაოადუღეთ. შიგ ჩადეთ გატარებული 1 კგ ხორცი.

ცოტა რომ მოიშუშება დაუმატეთ 5 ც მრგვლად დაჭრილი პამიდორი, დაჭრილი რეჰანი,30 გრ პიტნა და მარილი გემოვნებით.

ხარშეთ 15 წთ.

ზეთში მოშუშეთ მარილიან წყალში მოხარშული და გაწურული 500 გრ მაკარონი. მოასხიღ პამიდვრიანი ხორცი და ზემოდან

მოაყარეთ გახეხილი ყველი.

წაიკითხეთ სხვაც

yabayi kverccit ყაბაყი კვერცხით

პასტა ძეხვით და არტიშოკის გულებით ( ვიდეო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ მაკარონი
  • 1 კგ ძეხვი
  • 4 ს.კ ზეთი
  • 1 კგ არტიშოკის გულები
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ დაჭრილი ოხრახუში
  • 2 ს.კ კარაქი
  • 1/2 ჭიქა პარმეზანი

მომზადება:

ზეთიან ტაფაზე მოვათავსოთ დაჭრილი ძეხვი და შევწვათ. დავამატოთ არტიშოკის გულები და კარგად ავურიოთ.

დავამატოთ დაჭრილი ნიორი, კარაქი და განუწყვეტლივ ვურიოთ. დავამატოთ ოხრახუში, მოხარშული მაკარონი, ცოტა

წყალი და კარგად ვურიოთ.  ბოლოს დავამატოთ მარილი, პილპილი და მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი,კარგად

ავურიოთ და მზადაა.

 

წაიკითხეთ სხვაც

katletebi karotiflit კატლეტები კარტოფილით
Viewing all 2201 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>