Quantcast
Channel: ცხელი კერძები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 2201 articles
Browse latest View live

შემწვარი იხვი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ც იხვი
  • 2 ს.კ ძმარი
  • მარილი,პილპილი-გემოვნებით
  • 3 ს.კ ზეთი

მომზადება:

იხვი გავასუფთავოთ, დავჭრათ საშუალო ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, პილპილი,მოვასხათ ძმარი, ჩავაწყოთ

ხორცის ნაჭრები მომინანქრებულ ქვაბში და შევინახოთ მაცივარში რამდენიმე საათი. ტაფაზე დავასხათ ზეთი,

კარგად გავაცხელოთ,ჩავაწყოთ ხორცის ნაჭრები და შევწვათ იხვი და შავდგათ ღუმელში 5-10 წუთი.

წაიკითხეთ სხვაც

DSC03891 კვერცხი '' ბუდეში''

შემწვარი ქათამი კარტოფილით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 ც ქათამი
  • 200 გრ კარტოფილი
  • 25 გრ ზეთი
  • 30 გრ ქათმის ცხიმი
  • მარილი-გემოვნებით
  • ქინძი,ოხრახუში 5-6 ღერი

მომზადება:

ქათამი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და შევწვათ ზეთში ყველა მხრიდან. კარტოფილი დავჭრათ თხლად და

მრგვალად და შევწვათ ქათმის ცხიმში. შემოვუწყოთ გამზადებულ ქათმის ხორცს შემწვარი კარტოფილი,

დავუამტოთ მარილი, პილპილი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილები და დავტოვოთ ცეცხზე 5 წუთი

თავდახურულ მდგომარეობაში.

წაიკითხეთ სხვაც

xbos xorci ludshi ხბოს ხორცი ლუდში

შემწვარი ყველი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  100 გრ ყველი
  • 2 ს.კ არაჟანი
  • 2 ც კვერცხი
  • 30 გრ ზეთი
  •  მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ყველი დავჭრათ კუბიკებად და შევწვათ ცხიმიან ტაფაში ყველა მხრიდან. მოვასხათ ათქვეფილი მარილიანი

კვერცხი და დავტოვოთ ცეცხლზე 5 წუთის განამვლობაში. სუფრასთან მიტანამდე მოვასხათ არაჟანი.

ჩაშუშული ცხვრის ხორცი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  350 გრ ცხვრის ხორცი
  • 2 ს.კ კარაქი
  • 1 თავი ხახვი
  • 2 ც პამიდორი
  • 50 გრ ქლიავი
  • 10 გრ ქინძი, კამა, პიტნა
  • 1/6 ლიმონი
  • 1 ც კიტრი
  • მარილი,პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

საშუალო ზომებად დაჭრილი ხორცი მოვხარშოთ ზეთში. დავუმატოთ დაჭრილი ხახვი, პამიდორი,

კურკებგამოცლილი ქლიავი, მწვანილები, სანელებლები და დავდგათ ნელ ცეცხლზე ხორცის სრულ მოხარშვამდე.

სუფრასთან მიტანამდე მოვასხათ ცოტაოდენი ლიმონის წვენი და შემოვუწყოთ დაჭრილი ქორფა კიტრი.

წაიკითხეთ სხვაც

makaronis flavi zetit მაკარონის ფლავი ზეთით

ძეხვის ბრაწულა

$
0
0

შემადგენლობა:

  •  200 გრ ძეხვი
  • 200 გრ ისპანახი
  • 2 ც კვერცხი
  • 20 გრ ქონი
  • მარილი,პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

ძეხვი დავჭრათ პატარა კუბიკებად და შევწვათ ცხიმში. ისპანახი გავარჩიოთ და მოვხარშოთ. როცა გაცივდება,

დავაქუცმაცოთ, შევურიოთ შემწვარ ძეხვს, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მოვასხათ კარგად ათქვეფილი

კვერცხი, ერთმანეთში ყველაფერი კარგად ავურიოთ და შევდგათ ღუმელში 5 -7 წუთი.

წაიკითხეთ სხვაც

karotiflis btrawula კარტოფილის ბრაწულა

კატლეტი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ საქონლის ხორცი
  • 70 გრ ბეკონი
  • 40 გრ რძე
  • 1 ც კვერცხი
  • 60 გრ საფანელი
  • 60 გრ ზეთი
  • მარილი,პილპილი-გემოვნებით
  • ქინძი, ოხრახუში-5-6 ღერი

მომზადება:

ბეკონი და ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან და მწვანილებთან ერთად. მოვაყაროთ მარილი,

პილპილი, დავასხათ რძე, ჩავახალოთ კვერცხი და ყველაფერიკ არგად ავურიოთ. გავაკეთოთ კატლეტები,

ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ ცხიმში.

წაიკითხეთ სხვაც

shemwvari qatami kvercxit შემწვარი ქათამი კვერცხით

მოხარშული ხორცი ნივრით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2-3 კგ საქონლის ხორცი
  • 10 კბილი ნიორი

გარნირისვის:

  • 1 ს.კ მარილი
  • 5 კბილი იორი
  • წითელი წიწაკა-გემოვნებით
  • ქინძის მარცვლები-გემოვნებით

მომზადება:

ხორცი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად და მოვხარშოთ. როცა მზად იქნება, ამოვიღოთ წყლიდან, შევაციოთ და

წავუსვათ გაჭყლეტილი ნიორი. ნახევარი საათის შემდეგ ხორცს გადავუსვათ გარნირი, რომელიც ასე მზადდება:

ნიორი კარგად დავნაყოთ ქინძის მარცვლებთან ერთად და მარილთან ერთად. შევურიოთ წითელი წიწაკა და

გადავუსვათ ხორცს. გამზადებული ხორცი შევწვათ 45 წუთის განამვლობაში ღუმელში.

წაიკითხეთ სხვაც

katleti koniakit კატლეტები კონიაკით

ყაურმა დაღესტნურად

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ ცხვრის ფილტვი
  • 500 გული
  • 500 გრ ცხვრის ღვიძლი
  • 150 გრ ხახვი
  • 3-4 ც დაფნის ფოთოლი
  • 100 გრ ქონი
  • მარილი,პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

ცხვრის შიგნეულობა კარგად გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ კუბიკებად და მოვხრაკოთ ქონში.

დავუმატოთ დაფნის ფოთოლი, მარილი,პილპილი და წვრილად დაჭრილი ხახვი. დავასხათ ცოტაოდენი

წყალი და ჩავშუშოთ ყველაფერი 20-25 წუთის განმავლობაში.


რძის სუპი ატრიით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 50 გრ მზა ატრია
  • 400 გრ რძე
  • 100 გრ რძე
  • 5 გრ კარაქი
  • მარილი,შაქარი-გემოვნებით

მომზადება:

ქვაბში ჩავასხათ მოუხდელი რძე და დავდგათ ცეცხლზე. როდესაც ადუღდება, მასში ჩავუშვათ წინასწარ

გათუთქული მზა ატრია. ადუღების შემდეგ შევანელოთ მარილით და შაქროს ფქვნილით. ხარშვის დროს ორჯერ

ან სამჯერ მოვურიოთ. უნდა იხარშოს დაახლოებით 30 წუთი, რის შემდეგაც გადმოვდგათ და 5 წუთის შემდეგ

დავამატოთ კარაქი.

იგივე წესით შეიძლება მომზადდეს რძის სუპი ვერმიშელით, მაკარონით და სხვ.

წაიკითხეთ სხვაც

svanuri chvishtari სვანური ჭვიშტარი

ლობიოს რაგუ

$
0
0

შემადგენლობა:

  •  400 გრ ლობიო
  • 400 გრ საფილო
  • 400 გრ კარტოფილი
  • 2თავი ხახვი
  • 1-1 ძირი ქინძი, კამა,ოხრახუში
  • 3 ს.კ ზეთი
  • მარილი და პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

ლობიოს დავასხათ წყალი და სანახევროთ მოვხარშოთ. გადავიტანოთ საწურზე და გავაციოთ. სტაფილო

დავჭრათ კუბიკებად, სტაფილო გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ღრმა ქვაბში ფენა ფენა ჩავალაგოთ სტაფილო,

მრგვალად დაჭრილი ხახვი, კარტოფილი, ლობიო და დაჭრილი მწვანილები. ფენებს შუა ბოსტნეულს

მოვაყაროთ მარილი და პილპილი. დავასხათ იმდენი წყალი,რომ ბოსტნეული დაიფაროს. დავახუროთ ხუფი

და დავტოვოთ ნელ ცეცხლზე 35-40 წუთის განმავლობაში.

წაიკითხეთ სხვაც

teri blis muraba txilit თეთრი ბლის მურაბა თხილით

ხორცი არაჟნით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ხორცი
  • 3 ჭიქა არაჟანი
  • 150 გრ ხახვი
  • მარილი,წიწაკა-გემოვნებით

მომზადება:

ხორცი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად და მოვხარშოთ. გადავიტანოთ საწურზე,გავაციოთ და დავაქუცმაცოთ. ცხიმში

მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ჩავუმატოთ  დაქუცმაცებული ხორცი, მოვაყაროთ მარილი,პილპილი და

ვხრაკოთ 10 წუთის განამავლობაში ნელ ცეცხლზე. როცა ხორცი კარგად მოიხრაკება, მოვასხათ არაჟანი და

დავტოვოთ ცეცხლზე 2-3 წუთი.

წაიკითხეთ სხვაც

xorcis frangulad ხორცის ფრანგულად

ღვიძლის კატლეტი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 კგ ღვიძლი
  • 2-3 ც კვერცხი
  • 1 ჭიქა არაჟანი
  • 2-3 თავი ხახვი
  • მარილი,პილპილი-გემოვნებით
  • 10 გრ ზეთი

მომზადება:

ღვიძლი მოვხარშოთ, გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან ერთად, მოვაყაროთ მარილი, პილპილი,

დავუმატოთ კვერცხი და ყველაფერი კარგად ავურიოთ. ტაფა გავაცხელოთ მოვასხათ ზეთი და შევწვათ

კატლეტები  ორივე მხრიდან.

ჩიჟი-პიჟი

$
0
0

 

შემადგენლობა:

  •  600 გრ პამიოდრი
  • 2 თაივ ხახვი
  • 1ს.კ ზეთი
  • 3 ც კვერცხი
  • 2 ს.კ რძე
  • 4-5 ღერი ოხრახუში
  • მარილი,პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

ხახვი დავჭრათ მრგვალად და მოვხრაკოთ ზეთში. როცა შეწითლდება, დავუამტოთ კანგაცლილი და დაჭრილი

პამიდორი, კვერცხში გავხსნათ რძე, ამრილ იდა მოვასხათ პამიდორს, დავაყართ მწვანილი, კარგად

ამოვურიოთ და დავტოვოთ ნელ ცეცხლზე კერძის სრულ მომზადებამდე.

წაიკითხეთ სხვაც

buzhenina ბუჟენინა

კარაქის და კვერცხის საწებელი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  3 ც კვერცხი
  • 75 გრ კარაქი
  • 1 გ ლიმონის სიმჟავე
  • 10 გრ წყალი

მომზადება:

კარაქის და კვერცხის საწებელი მოსამზადებლად ქვაბში ჩავუშვათ კვერცხის გული და კარაქი, დავაწუროთ ლიმონის

სიმჟავე. ქვაბი ჩავსგათ ფილაქურაზე დადგმულ თბილ წყალში და განუწყვეტლივ ვურიოთ. როდესაც გათბება

და შესქელდება, გადმოვდგათ და მოვასხათ წყალი. შევინახოთ თბილ მდგომარეობაში.

წაიკითხეთ სხვაც

elarji1 ელარჯი

შემწვარი ქათმის ფრთები ( ვიდეო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ქათმის ფრთები ( შეგიძლიათ სხვა ნაჭერიც გამოიყენოთ)
  • 1 ჭიქა რძე და კარაქი ერთმანეთში არეული
  • მარილი
  • 1/2 ს.კ წიწაკა, გატარებული ნიორი
  • ოხრახუში

მომზადება:

ქათამის ხორცს არსებული ინგრედიენტები კარგად შევურიოთ და 1 დღით დავტოვოთ მაცივარში.

შემდეგ ქათამის ნაჭრები ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ ზეთში.

წაიკითხეთ სხვაც

Mawvnis supi მაწვნის წვნიანი

ხორცის ბურთულები ბოსტნეულით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 100 გრ ხორცის ფარში
  • 3 ს.კ გახეხილი ყაბაყი
  • 3 ს.კ გახეხილი სტაფილო
  • 1 ც პამიდორი
  • 1 ჭიქა ბრინჯი
  • 2 ს.კ ზეითუნის ზეთი

მომზადება:

პამიდორი დავმდუღროთ,გავაცალოთ კანი,მოვაშოროთ თესლები და დარჩენილი მასა დავჭრათ წვრილად.

გახეხილი ყაბაყი და სტაფილო მოვშუშოთ ზეითუნის ზეთში ნელ ცეცხზე 10 წუთის განმავლობაში. საქონლის

ფარშისგან გავაკეთოთ პატარა ბურთულები, მოვათავსოთ ტაფაზე ბოსტნეულთან ერთად და ვშუშოთ ნელ

ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. ბრინჯი მოვხარშოთ მარილიან წყალში და მოვათავსოთ საწურზე.

ხორცი მიირთვით ბოსტნეულის გარნირთან ერთად.

წაიკითხეთ სხვაც

Ridiculously-Easy-Jalapeno-Poppers-Recipe-with-Video წიწაკები ლორით

ქათმის ჩხირები ყველით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  200 გრ ქათმის ხორცი
  • 25 გრ საფანელი
  • 3 ს.კ ყველი
  • 15 გრ კარაქი
  • 2 ს.კ ზეთი

მომზადება:

ქათმის ხორცი დავჭრათ გრძელ ნაჭრებად და მივცეთ ჩხირების ფორმა. კვერცხი გავთქვიფოთ, ამოვავლოთ მასში

ქათმის ნაჭრები, შემდეგ ამოვავლოთ საფანელში. ყველი გავხეხოთ. კვერცხისა და საფანელის შემდეგ ქათმის

ჩხირები ამოვავლოთ ყველში და შევწვათ ნელ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში. ასე მომზზადებული ჩხირები

ძალიან გემრიელია.

წაიკითხეთ სხვაც

sazafxulo tolma xorcit საზაფხულო ტოლმა ხორცით

ქათმის კატლეტი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 400 გრ ქათმის გულმკერდი
  • 200 გრ დაკონსერვებული სიმინდი
  • 1 ჩ.კ ქონდარი
  • 1 ჩ.კ ოხრახუში
  • 4 ს.კ ტომატი
  • 1 ც კვერცხი
  • 3 ს.კ რძე
  • 1 ნაჭერი პური
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 ს.კ ზეითუნის ზეთი
  • დანის წვერით -უცხო სუნელი
  • ქინძის სუნელი-დანის წვერით

მომზადება:

პატარა თავი ხახვი დავჭრათ წვრილად, ნიორი გავჭყლინტოთ და ორივე ერთად მოვშუშოთ ცხიმში. პურის

ნაჭერი დავალბოთ რძეში. ქათმის გულმკერდი მოვხარშოთ, მოვაშოროთ ძვლები, კანი და გავატაროთ

ხორცსაკეპ მანქანაში. ქათამს დავუმატოთ დამბალი პური, მოხრაკული ხახვი და ნიორი, ათქვეფილი კვერცხი,

ტომატი, წვრილად დაჭრილი მწვანილები და სუნელები. ყველაფერი გადმოვიღოთ ჯამში და შევურიოთ

დაკონსერვებული სიმინდი. მიღებული ფარშისგან გავაკეთოთ ბურთულები და მივცეთ კატლეტის ფორმა.

შევწვათ ცხიმში და 2-3 წუთის განმავლობაში.

წაიკითხეთ სხვაც

nigvziani xarcho ნიგვზიანი ხარჩო

პიურე ხორცით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  250 გრ ხორცის ფარში
  • 1 თავი ხახვი
  • 450 გრ კარტოფილი
  • 3 ს.კ რძე
  • 25 გრ კარაქი
  • 30 გრ ტომატი

მომზადება:

ფარში და წვრილად დაჭრილი ხახვი ცხიმში მოვთუშოთ. დავუმატოთ ტომატი და კიდევ 30 წუთით ვშუშოთ.

კარტოფილისგან მოვამზადოთ პიურე, გადავუწუროთ წყალი და კარაქთან და რძესთან ერთად კარგად

გავსრისოთ. პიურე გადმოვიღოთ თეფშზე და ზემოდან მოვასხათ გამზადებული ხორციანი სოუსი.

სიმინდის ბურთულები( ვიდეო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 2/3 ჭიქა რძე
  • 4 ჭიქა სიმინდი( დაკონსერვებული)
  • 2 ც კვერცხი
  • მწვანე ხახვი 1 კონა
  • 1 ს.კ ზეთი
  • 2 ს.კ წითელი წიწაკა
  • 2 ს.კ გამაფხვიერებელი
  • ცხარე სოუსი
  • მარილი და პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

ტაფაზე დავასხათ ზეთი, დავყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი,სიმინდი და ვშუშოთ 5 წუთის განმავლობაში.

დავუმატოთ მარილი, გამაფხვიერებელი,პილპილი ,წიწაკა,ფქვილი და კარგად ავურიოთ.  ცალკე

ავთქვიფოთ კვერცხი,რძე და ცხარე სოუსი და დავამატოთ სიმინდიან მასას. კარგად ავურიოთ.

ტაფაზე დავასხათ ზეთი, გავავსოთ, კოვზით ამოვიღოთ მასა და შევწვათ.

წაიკითხეთ სხვაც

maple-glazed bacon ბეკონი
Viewing all 2201 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>