Quantcast
Channel: ცხელი კერძები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 2201 articles
Browse latest View live

შემწვარი გოჭი სატენით

$
0
0

მომზადება:

კარგად გასუფთავებულ გოჭს ამოვაცალოთ შიგნეული, კარგად გავრეცხოთ და ჩავყაროთ მდუღარეში, როცა

მოიხარშება,ამოვიღოთ, დავჭრათ ძალიან წვრილად, დავაყაროთ მარილი,შავი პილპილი. მოვხრაკოთ ზეთში.

ცალკემ ოვხარშოთ მარილწყალში ბრინჯი და შევურიოთ მოხრაკულ შიგნეულს. შევაზავოთ მწვანილით ( ოხრახუში,

ქინძი, კამა), ყვითელი ყვავილით, მოვათავსოთ გოჭის მუცლის ღრუში, გავკეროთ და წამოვაგოთ შამფურზე.

თავი და ფეხები დავამაგროთ კანაფით და შევწვათ ნაკვერჩხალზე.

წაიკითხეთ სხვაც

tajikuri flavi ტაჯიკური ფლავი

მეგრული ხარჩო

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 ქათამი
  • 4 თავი ხახვი
  • 4-5 ც პამიდორი
  • 1.5 ჭიქა ნიგოზი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ჩ.კ ზაფრანა
  • რამდენიმე ძირი ქინძი

მომზადება:

ზომიერი სიმსუქნის ქათამი დაჭერით და თავადხურულ ქვაბში მოშუშეთ ხახვთან ერთად, დაასხით ადუღებული

წყალი და ხარშეთ მომზადებამდე. ჩაახარშეთ კანგაცლილი, წვრილად დაჭრილი პამიდორი. დანაყილი ნიგოზი,

ნიორი, ხმელი და ახალი ქინძი, წიწაკა, ზაფრანა მოაავსეთ პატარა თასზე, დაუმატეთ ცოტაოდენი ბულიონი და

კარგად გაგლისეთ,შემდეგ ჩაასხით ქვაბში და აადუღეთ.

ფარშირებული ბადრიჯანი

$
0
0

მომზადება:

ბადრიჯანს ამოვაცალოთ გული და შევწვათ ზეთში. მოვამზადოთ ფარში: 250 გრამი ძორხის ხორცი შევწვათ და

დავჭრათ პატარა ნაჭრებად, მოვხრაკოთ 1თავი დაჭრილი და რამდენიმე კბილი ნიორი, 4 ც პამიდორი. ამ ფარშით

დავტენოთ ბადრიჯანი, მოვასხათ 100 გრამი ტომატის პასტა, დავუმატოთ ძირა,მარილი,შავი პილპილი და

მოვშუშოთ.

წაიკითხეთ სხვაც

rizotto rocco რიზოტო როსო

ფარშირებული სოკო

$
0
0

შემადგენლობა:

  • 10 ც დიდი ზომის ქამა სოკო
  • 1 ს.კ ორცხობილა
  • 150-180 გრ ყველი
  • პილპილი და მარილი-გემვონებით

მომზადება:

სოკო გავრეცხოთ და გავაშროთ. “ფეხი”ფრთხილად მოვაშოროთ, რომ”ქუდი” არ დაზიანდეს. “ქუდები” ზეთწასმულ ფორმაში შესაწვავადჩავალაგოთ და შიგნიდან ოდნავ მარილი მოვაყაროთ.

 

შიგთავსის მომზადება:

სოკოს ”ფეხები” დავჭრათ.  ყველი გავხეხოთ. ხახვი წვრილადდავჭრათ და მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში დაახლოებით 2-3წუთის განმავლობაში, დავამატოთ სოკოს დაჭრილი ”ფეხები”,დავამარილოთ, და ხახვი სოკოსთან ერთად 5 წუთის განმავლობაშიმოვშუშოთ (შეგვიძლია დავამატოთ ცოტა ნიორიც) ბოლოსვუმატებთ დაფშვნილ ორცხობილას ან პურის ნამცეცემს დაავურევთ. მომზადებული მასა ცოტა გავაგრილოთ და გახეხილიყველის ნახევარს შევურიოთ. შიგთავსი სოკოს ”ქუდებში”მოვათავსოთ და ზევიდან ყველი მოვაყაროთ. მოვამზადოთ ქამა-სოკო 10-12 წუთის განმავლობაში 190-200° ტემპერატურაზე.

წაიკითხეთ სხვაც

badrijani ბადრიჯანი აღმოსავლურად

ქათამი კვერცხით

$
0
0

შემადგენლობა:

  • ქათამი
  • 100 გრ ზეთი
  • 3-4 ც კვერცხი
  • ტომატი ან პამიდორი 1 კგ
  • 4-5 თავი ხახვი
  • 1 კონა ქინძი
  • 1 კონა ოხრახუში
  • კამა,წიწაკა,მარილი-გემოვნებით

მომზადება:

გავასუფთავოთ ქათამი, დავჭრათ ნაჭრებად,  ჩავაწყოთ ქვაბში და მოვშუშოთ.  დავაყაროთ დაჭრილი ხახვი,

დავასხათ ცხიმი და გავაგრძელოთ შუშვა თავღია ქვაბში 15-20 წუთის განამვლობაში. დავამატოთ ტომატი

ქათამს, დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ ხორცის მოხარშვამდე.  შემდეგ გავთქვფიოთ კვერცი და

დავამატოთ ქათამს ნელა. დავამატოთ დაჭრილი ქინძი,ოხრახუში,კამა მარილი და წიწაკა, ვადუღოთ კიდევ

5 წუთი და კერძი მზადაა.

წაიკითხეთ სხვაც

qatmai sulgunit ქათამი სულგუნით

სიმინდის ფქვილისგან მომზადებული ღომი

$
0
0

მომზადება:

ჩავასხათ  ქვაბში წყალი,ჯერ კიდევ ადუღებამდე ჩავყაროთ სიმინდის ფქვილი იმდენი,რომ წყალმა მიიღოს

ფქვილის ფერი. როცა წყალი ადუღდება,ქვაბში  ჩავაზილოთ სიმინდის ფქვილი და სუთით ვურიოთ სწრაფად.

კარგად რომ ჩაიზილება, ვშუშოთ დაახლოებით ნახევარი საათი. კიდევ კარგად ჩავზილოთ,ცოტა ხანს

გავაჩეროთ ცეცხლზე და ამოვიღოთ თეფშებზე წყალში ამოვლებული ჩოგნით. ფქვილის ჩაზელის შემდეგ წყლის

ჩამატება აღარ შეიძლება.

წაიკითხეთ სხვაც

stafilos katletebi სტაფილოს კატლეტები

შემწვარი წიწაკები ( ვიდეო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • 5 ც ბულგარული წიწაკა
  • 1/4 ჭიქა ზეთი
  • 2 კბილი ნიორი
  • 7ღერი რეჰანი
  • მარილი და პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

შევწვათ წიწაკები ტაფაზე ან ღუმელში ყველა მხრიდან. დავჭრათ სიგრძეზე შემწვარი წიწაკები , დავამატოთ

დაჭრილი ნიორი, რეჰანი, ზეთი,მარილი,პილპილი და კარგად ავურიოთ.

 

ვარია მეგრულად

$
0
0

შემადგენლობა:

  • ვარია
  • 100 გრ კარაქი
  • 3-4 თავი ხახვი
  • 1 ჩ.ჭ ნიგოზი
  • 1 ჩ.ჭ ტყემალი
  • 2 ც კვერცხის გული
  • 1 ჩ.კ ხმელი სუნელი
  • 3-3 ძირი მწვანილი
  • მარილი,წიწაკა-გემობნებით

მომზადება:

შევარჩიოთ მოზრდილი ვარია, დავჭრათ ნაჭრებად,მოვაყაროთ მარილი,წითელი წიწაკა, ავურიოთ და

მოვათავსოთ ფართო, დაბალ ქვაბში,ჩავუამტოთ კარაქი, დავახუროთ თავსახური და მოვშუშოთ, სანამ არ

შეწითლდება. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, კარგდ მოვურიოთმ დავახუროთ სახურავი

და გავაგრძელოთ შუშვა. როცა ხახვი კარგად დარბილდება, დავამატოთ მოხარშული და საცერზე გატარებული

ახალი ტყემალი. შევაზავოთ სხვადასხვა მწვანილებით ( ქინძი,კამა, ოხრახუში, ხმელი სუნელი), მარილით.

ბოლოს მდუღარეში ჩავამატოთ წმინდად დანაყილი, წყალში გახსნილი ნიგოზი. ერთხელ წამოდუღების შემდეგ

გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევურიოთ კვერცხის გული, კარგად ავურიოთ, რომ არ აიჭრას.

სუფრაზე მივიტანოთ ლანგრით, ზევიდან მოვაყაროთ წვრილაად დაჭრილი ოხრახუში.

წაიკითხეთ სხვაც

chaxoxbili ჩახოხბილი

ქათამი საფანელით

$
0
0

 

შემადგენლობა:

  •  1 კგ ქათმის ფილე
  • 2 ც სტაფილო
  • 200 გრ სიმინდის მარცვლები
  • 5-6ც ჟავე კიტრი
  • 1 ც ბროწეული
  • 100 გრ ქიშმიში
  • 10 გრ საფანელი
  • 250 გრ მაიონეზი
  • 2-3 თავი ხახვი
  • მარილი და შავი პილპილი გემვნებით

მომზადება:

ქათამს ტაფაზე მოვთუშავთ. როცა გაცივდება, გახეხილ სტაფილოს შევურევთ. აგრეთვე სიმინდს, ბროწეულს, დაჭრილ მჟავე კიტრსა და საფანელსაც  დავამატებთ. ცალკე გვექნება მოთუშული ხახვი, რომელსაც სალათაში შევურევთ. ბოლოს მარილსა და შავ პილპილს მოვაყრით და მაიონეზს მოვასხამთ.

წაიკითხეთ სხვაც

lobios katleti ' ლობიოს კატლეტი

ბადრიჯნის ხიზილალა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2-3 ც ბადრიჯანი
  • 1 თავი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ ზეთი
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

საშუალო ზომის ბადრიჯნებს მოვაჭრათ ყუნწი და შევწვათ ღუმელში, გავაციოთ, მოვაშოროთ კანი და

დავაქუცმაცოთ. ხახვი და ნიორი დავჭრათ წვრილად, დავუმატოთ ბადრიჯანს, მოვაყაროთ მარილი,მოვასხათ

ზეთი და მივიტანოთ სუფრასთან .

წაიკითხეთ სხვაც

qatami ospit ქათმის ხორცი ოსპით

გუფთა ცხვრის ხორცით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  125 გრ ცხვრის ხორცი
  • 30 გრ ბრინჯი
  • 1 ც კვერცხი
  • 40 გრ ხახვი
  • 10 გრ კარაქი
  • 10 გრ ტარხუნა
  • 5 გრ ოხრახუში
  • მარილი,შავი პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

ცხვრის ხორცი გავაცალკევოთ ძვლისგან. ძვლებით მოვხარშოთ ბულიონი,რბილი ხორცი კი ორჯერ გავატაროთ

ხორცსაკეპ მანქნაში. დავუმატოთ ათქვეფილი კვერცხის ნახევარი, მარილი,შავი პილპილი,წვრილად დაჭრილი

ხახვის ნახევარი,ოხრახუში, კარგად გადავურიოთ ერთმანეთში და გავაკეთოთ ხორცის ბურთულები. ბულიონი

გავწუროთ დოლბანდში, ავადუღოთ და ჩავაწყოთ ხორცის ბურთულები, დავუმატოთ გარჩეული და გარეცხილი

ბრინჯი, კარაქში მოხრაკული ხახვი, დაჭრილი ტარხუნა და დავტოვოთ ცეცხლზე ხორცის მოხარშვამდე. როცა

კერძი გამზადდება, დარჩენილ ათქვეფილ კვერცხს დავუმატოთ ცოტაოდენი წყალი, ჩავასხათ გუფთაში,

განუწყვეტლივ ვურიოთ და წამოვადუღოთ.

წაიკითხეთ სხვაც

bostneulii ბოსტნეულის ტოლმა სოკოთი

სპაგეტი მიწისთხილით ( ვიდეო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1/2  ჭიქა ზეთი
  • 5 კბილი ნიორი
  • მწიკვი-მწარე წიწაკა
  • 2 ს.კ მიწისთხილი
  • 2 ს.კ დაჭრილი ოხრახუში
  • 1 შეკვრა სპაგეტი

მომზადება:

მოვხარშოთ სპაგეტი. მანამდე კი ტაფაზე მოვასხთ ზეთი, მოვათავსოთ დაჭრილი ნიორი და კარგად მოვხრაკოთ,

შემდეგ დავამატოთ მიწისთხილი და წიწაკა, გავაჩეროთ 5 წუთი, შემდეგ ეს მასა დავუმატოთ სპაგეტს და ბოლოს

მოვაყაროთ ოხრახუში, კარგად ამოვურიოთ.

წაიკითხეთ სხვაც

chirbuli nigvziT ჩირბული ნიგვზით

ღერღილის ღომი

$
0
0

 მომზადება:

1 ჩ.ჭ დაღერღილი  სიმინდი ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ 4 ჩ.ჭ წყალი და ვხარშოთ, სანამ კარგად არ მოიხარშება.

შემდეგ ჩავყაროთ შიგ ცოტა სიმინდის ფქვილი, დავზილოთ, დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვშუშოთ, სანამ ფქვილის

სუნი არ მოშორდება.

წაიკითხეთ სხვაც

tajikuri flavi ტაჯიკური ფლავი

სპაგეტი პამიდვრით ( ვიდეო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 ჭიქა პატარა პამიდვრები
  • 3 კბილი ნიორი
  • 3 ს.კ ზეთი
  • რეჰანის ფოთლები
  • 1 შეკვრა სპაგეტი
  • მარილი,პილპილი-გემოვენბით
  • პარმეზანი

მომზადება:

ტაფა დავდგათ ცეცხლზე, დავასხათ ზეთი და დავაყაროთ ნიორი,  როცა ნიორი შეყავისფერდება, დავამატოთ პამიდორი,  მოვაყაროთ მარილი და პილპილი.   როცა  ჩაიშუშება, ეს მასა დავასხათ მოხარშულ მაკარონს და კარგად ავურიოთ.

წაიკითხეთ სხვაც

brinji bosteuli ბრინჯი ბოსტნეულით

კატლეტები სიმინდით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  100 გრ საქონლის ხორცი
  • 15 გრ ფქვილი
  • 100 გრ დაკონსერვებული სიმინდი
  • 25 გრ ხახვი
  • 20 გრ საფანელი
  • 10 გრ მარგარინი
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

საქონლის რბილი ხორცი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად და მოვხარშოთ. გავაციოთ  და გავატაროთ ხორცსაკეპ

მანქნაში ხახვთან ერთდ და მოვაყაროთ მარილი. ცალკე გავატაროთ დაკონსერვებული სიმინდის მარცვლები.

ხორცის ფარშს შევურიოთ სიმინდი, კარგად ავურიოთ. შემდეგ მივცეთ კატლეტების ფორმა, ამოვავლოთ ჯერ

ფქვილში, მერე საფანელში და შევწვათ ცხიმში.

წაიკითხეთ სხვაც

makaronis sousi მაკარონის სოუსი

მოხრაკული ძეხვი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  300 გრ ძეხვი
  • 100 გრ ხახვი
  • 500 გრ კომბოსტო
  • 50 გრ ზეთი

მომზადება:

ძეხვი დავჭრათ პატარა კუბიკებად და მოვხრაკოთ ზეთში. დავუამტოთ  წვრილად დაჭრილი ხახვი და კომბოსტო,

დავასხათ ცოტაოდენი წყალი, მოვაყაროთ მარილი,პილპილი და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე თანდახურული

25-0 წუთის განმავლობაში.

წაიკითხეთ სხვაც

Organic-Chicken-Schnitzel შნიცელი "ერებუნი"

საქონლის გულ-ღვიძლი კარტოფილით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  100 გრ საქონლის გული
  • 50 გრ ფილტვი
  • 80 გრ ღვიძლი
  • 100 გრ თირკმელი
  • 150 გრ კარტოფილი
  • 50 გრ სტაფილო
  • 30 გრ ხახვი
  • 5 გრ მარილი
  • 1 ს.კ ოხრახუში
  • შავი პილპილი,მარილი-გემოვნებით

მომზადება:

საქონლის გულ-ღვიძლი გავასუფთავოთ,დავჭრათ და დავტოვოთ გამდინარე წყალში 2-3 საათი. გარეცხილი

შიგნეულობა გადავიტანოთ ქვაბში, დავაყაროთ მარილი, დავასხათ წყალი  და ვადუღოთ 20-30 წუთი.

ხახვი დავჭრათ ნახევარგოლებად,სტაფილო-სიგრძეზე, კარტოფილი-კუბიკებად, ჩავყაეროთ ქვაბში, დავაყაროთ

პილპილი და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე კერძის სრულ მომზადებამდე.

წაიკითხეთ სხვაც

piure xorcis soust პიურე ხორცის სოუსით

შემწვარი ღორის ენა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ც ღორის ენა
  • 2 თავი ნიორი
  • 1 ჩ.კ ზეთი
  • მარილი,პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

ღორის ენა  კარგად გავრეცხოთ და ჩავდოთ მდუღარე წყალში 5-10 წუთი. ნიორი გავჭყლინტოთ, დავუმატოთ

მარილი,პილპილი, ცოტა ზეთი და ყველაფერი კარგად ავურიოთ. გასუფთავებულ ღორის ენას წავუსვათ

მიღებული მასა, ჩავდოთ ტაფაში, დავასხათ ცოტაოდენი წყალი და შევდგათ ღუმელში. შევწვათ ნელ ცეცხლზე

1 საათის განმავლობაში.

წაიკითხეთ სხვაც

katleti simindit კატლეტები სიმინდით

შემწვარი ქათმის ფრთები ( ვიდეო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 კგ ქათმის ფრთები
  • 3 ს.კ თაფლი
  • ფორთოხლის წვენი
  • 1 ს.კ გატარებული ნიორი
  • 1 ს.კ გატარებული ხახვი
  • 2 ს.კ წიწაკა
  • შავი პილპილი და მარილი
  • 3 ს.კ ცხარე სოუსი

მომზადება:

ცხარე სოუსი, თაფლი,გატარებული ხახვი,ნიორი,ფორთოხლის წვენი, წიწაკა, პილპილი და მარილი კარგად

ავურიოთ ერთმანეთში. მიღებულ მასაში ამოვავლოთ გარეცხილი ქათმის ფრთები. შევწვთ გრილზე ან

შევდოთ ღუმელში და ვაცხოთ 15 წუთის განმავლობაში.

 

 

წაიკითხეთ სხვაც

xarsho ხარჩო

ლობიო ტომატში

$
0
0

შემადგენლობა:

  • 400 გრ ლობიო
  • 200 გრ ხახვი
  • 120 გრ ტომატი
  • 50 გრ ზეთი

მომზადება:

ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ, დავასხათ წყალი და გავარჩიოთ 7 საათი. გადავწუროთ წყალი, დავასხათ ახალი

და მოვხარშოთ . ტაფაში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დავუმატოთ ტომატი. მოხარშულ ლობიოს

ჩავუმატოთ ტომატიანი ხახვი, მოვაყაროთ მარილი და ერთად წამოვადუღოთ.

წაიკითხეთ სხვაც

mjave kombostos salati მჟავე კომბოსტოს სალათი
Viewing all 2201 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>