Quantcast
Channel: ცხელი კერძები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 2201 articles
Browse latest View live

სპაგეტი თხილით ( ვიდეო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1/2 ჭიქა ზეთი
  • 5 კბილი ნიორი
  • წიწაკა
  • 2 ს.კ თხილი
  • 2 ს.კ ოხრახუში
  • 1 კილო გრძელი მაკარონი

მომზადება:

მოვხარშოთ მაკარონი. მანამდე კი ზეთიან ტაფაში ჩავყაროტ დაჭრილი ნიორ, ვურიოთ ხშირად, დავამატოთ

თხილი, ბოლოს წიწაკას და კარგად ავურიოთ. ეს მასა დავამატოთ მოხარშულ მაკარონს,დავამატოთ ოხრახუში,

პილპილი და კარგად ავურიოთ.

წაიკითხეთ სხვაც

kombo კომბოსტოს შნიცელი

კვერცხი ტომატში ( ვიდეო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 ც კვერცხი
  • 2 ნაჭერი ბეკონი
  • 2 კბილი ნიორი
  • ტომატის სოუსი
  • 2 ს.კ დაჭრილი ოხრახუში
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ცხარე წიწაკა
  • პარმეზანი

მომზადება:

ტაფაზე დავყაროთ დაჭრილი ბეკონი და კარგა ვურიოთ, უნდა შეწვას, დავამატოთ დაჭრილი ნიორი და

გამუდმებით ვურიოთ.დავამატოთ ტომატი სოუსი და კარგად ვურიოთ. დავამატოთ მარილი და პილპილი

და ვადუღოთ 2 წუთი. დავამატოთ ოხრახუში და ჩავახალოთ კვერცხები. მოვახეხოთ ყველი,დავახუროთ

თავსახური და გავაჩეროთ 5 წუთი.

წაიკითხეთ სხვაც

badrijani ბადრიჯანი აღმოსავლურად

შემწვარი სტაფილო ( ვიდეო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 ც  სტაფილო
  • 4 ც ძირთეთრა
  • 2 ს.კ თაფლი
  • 2 ს.კ ზეთი
  • 1 ს.კ ქონდარი
  • მარილი და პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

სტაფილო და ძირთეთრა გავასუფთავოთ, მოვაშოროთ კანი და დავჭრათ სიგრძეზე. დაჭრილი ინგრედიენტები

მოვათავსოთ საცხობ ფორმაზე, მოვასხათ ზეთი,თაფლი, მოვაყროთ ქონდარი,პილპილი და მარილი.

კარგად ავურიოთ . შევდოთ ღუმელში 425 გრადუსზე 20 წუთით.

წაიკითხეთ სხვაც

brinjis tolmaaaaa' ბრინჯის ტოლმა

ქოთნის ლობიო

$
0
0

შემადგენლობა:

  • 100 გრ ლობიო
  • 30 გრ ხახვი
  • 10 გრ ტომატი
  • 20 გრ ზეთი
  • 10 გრ ქინძი,ოხრახუში
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ლობიო გავარციოთ, გავრეცხოთ და გავაჩეროთ წყალში 2-3 საათი. გადავუწუროთ წყალი,ჩავყაროთ ქოთანში,

დავასხათ ზეთი, ოდნავ მოხრაკული ხახვი,ტომატი,დავახუროთ ხუფი და დავტოვოთ ცეცხლზე მოხარშვამდე.

კერძის გამზადებამდე 10 წუთით ადრე მოვაყაროთ მარილი და წვრილად დაჭრილი მწვანილები.

წაიკითხეთ სხვაც

bopstneulis chantebi ბოსტნეულის ჩანთები

შემწვარი ღვიძლი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  500 გრ ღვიძლი
  • 1 ც კვერცხი
  • 50 გრ ორცხობილას საფანელი
  • 1 ს.კ კარაქი
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ღვიძლი გავრეცხოთ, გავასუფთავოთ, დავჭრათ ნაჭრებად. ყოველ ნაჭერს მოვაყაროთ ცოტა მარილი, ამოვავლოთ

ჯერ ფქვილში, შემდეგ ათქვეფილ კვერცხში, ბოლოს ორცხობილაში. დავაწყოთ ცხიმიან ტაფაზე და შევწვათ.

წაიკითხეთ სხვაც

rizotto rocco რიზოტო როსო

ერბო-კვერცხი სულგუნით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 6-7 ც კვერცხი
  • 200 გრ სულგუნი
  • 50 გრ ერბო
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება: 

სულგუნი  დავჭრათ გრძელ და თხელ ნაჭრებად და დავდოთ ერბოდასხმულ გაცხელებულ ტაფაზე,

შევწვათ ორივე მხარეს შეწითლებამდე და შემდეგ ზემოდან დავასხათ ათქვეფილი კვერცხები.

წაიკითხეთ სხვაც

qatmis bulgama ქათმის ბუღლამა

ტკბილი ტოსტები ( ვიდეო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 ნაჭერი პური
  • 3 ც კვერცხი
  • 1/2 ჭიქა რძე
  • 1/4 ჭიქა ნაღები
  • 2 ს.კ ყავისფერი შაქარი
  • 1/4 ს.კ ვანილის ექსტრაქტი
  • 1/4 ს.კ დარიჩინი

მომზადება:

კვერცხი, რძე, ნაღები,შაქარი,დარიჩინი,ვანილის ექსტრაქტი კარგად ავთქვიფოთ.  ამ მასაში ამოვავლოთ პურის

ნაჭრები და შევწვათ ორივე მხრიდან.

წაიკითხეთ სხვაც

katleti წითელი ოსპის კატლეტები

ბრინჯის და გოგრის ფაფა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 800 გრ გოგრა
  • 350 გრ ბრინჯი
  • 70 გრ კარაქი
  • 1 ლიტრი რძე
  • შაქარი და მარილი-გემოვნებით

მომზადება:

გოგრის ნაჭრები ნახევრად მოვხარშოთ რძეში. მარილწყალში ასევე ნახევრად მოვხარშოთ ბრინჯი. ნახევრად

მოხარშული ბრინჯი გადავიტანოთ ქვაბში, რომელშიც გოგრა იხარშება და განვაგრძოთ მათი ერთად ხარშვა.

ჩავამატოთ კარაქი, მარილი,შაქრის ფხვნილი და მივიტანოთ სუფრაზე.


კატლეტები კონიაკით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 300 გრ საქონლის ხორცი
  • 1 ჩ.კ კონიაკი
  • 1 ჩ.კ ფქვილი
  • 2 ს.კ რძე
  • 1/4 კვეცხი
  • ნახევარი თავი ხახვი
  • 4-5 ღერი კამა
  • მარილი და პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

რბილი ხორცი,ხახვი და მწვანილები გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დავუმატოთ კონიაკი, რძე,მარილი,

პილპილი,კვერცხი,ფქვილი და კარგად გადავურიოთ. მიღებული მასა ავიღოთ კოვზით და ჩავუშვათ

მარილიან მდუღარე წყალში. როცა ხორცი მოიხარშება, ამოვიღოთ თეფშზე,მოვასხათ გამდნარი კარაქი და

მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.

წაიკითხეთ სხვაც

ხინკალი კახურად ხინკალი კახურად

ხორციანი ბურთულები ტომატის სოუსით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 150 გრ ხორცი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 ჩ.კ ფქვილი
  • 2 ჩ.კ კარაქი
  • 1 ს.კ ტომატი
  • წითელი წიწაკა,შავი წიწაკა,მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ხორცი ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქნაში, დავუამტოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მწვანილები, კვერცხის

გული, სანელებლები და ყველაფერი კარგად ავურიოთ. ფარშისგან გავაკეთოთ პატარა ბურთულები, ამოვავლოთ

ფქვილში და შევწვათ ცხიმში. როცა ბურთულები გამზადდება,მოვასხათ სოუსი, რომელიც ასე კეთდება: ტომატი

გავხსნათ  ხორცის ბულიონში და ვადუღოთ 3-4 წუთი ნელ ცეცხლზე. მოვასხათ შემწვარ ხორციან ბურთულებს

და მივიტანოთ სუფრასთან.

წაიკითხეთ სხვაც

DSC03891 კვერცხი '' ბუდეში''

ოსტრი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 კგ საქონლის ხორცი
  • 2 თავი ხახვი
  • 2 ს.კ ტომატი
  • 1 ქილა დაკონსერვებული პამიდორი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • მარილი,წითელი წიწაკა-გემოვნებით
  • თითო-თითო კონა ქინძი,ოხრახუში

მომზადება:

ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ხახვი დავჭრათ წვრილად. დაჭრილი ხორცი გადავიტანოთ ქვაბში და დავდგათ მოსაშუშად. ცოტა ხანში დავაყაროთ ხახვი, მოვურიოთ, თავზე დავახუროთ და განვაგრძოთ შუშვა. კარგად რომ ჩაიშუშება და სითხეს შეიშრობს, დავამატოთ იმდენი მდუღარე წყალი, რომ ხორცი დაიფაროს. ქვაბს დავახუროთ თავსახური, ცეცხლს დავუწიოთ და ვაცადოთ ხორცს მოხარშვა. თუ წყალს დაიშრობს, ხორცი კი ჯერ მზად არ არის, მაშინ ცოტაოდენი წყალი დავამატოთ.

როდესაც ხორცი კარგად მოიხარშება, ნახარში ცალკე ჯამში გადავწუროთ. ხორცს დავუმატოთ დაკონსერვებული პამიდორი (სეზონზე ცოცხალი, გაფცქვნილი და წვრილად დაჭრილი 1 კგ პამიდორი გამოიყენეთ) და ტომატპასტა. დაახლოებით 10-15 წუთი დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ, შემდეგ დავუმატოთ თავისივე წვენი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოსტრის სისქე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. წვენი ნელ-ნელა დაუმატეთ, რომ კერძის კონსისტენცია აკონტროლოთ. სულ ბოლოს დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი, ნიორი, მარილი და წითელი წიწაკა.

თუ სქელ ოსტრს მოამზადებთ, გარნირად ბრინჯი მოუხდება. მოხარშული ბრინჯი საშუალო ზომის ჩაის ფინჯნით ამოიღეთ ქვაბიდან და თეფშზე ფრთხილად გადმოაპირქვავეთ, ზემოდან მოასხით ოსტრი და ასე ულუფებად განაწილებული მიიტანეთ სუფრასთან.

წაიკითხეთ სხვაც

soko შემწვარი სოკო კარტოფილით

კატლეტები კარტოფილით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  600 გრ კარტოფილი
  • 400 გრ საქონლის ხორცი
  • 2 ს.კ საფანელი
  • 2 თავი ხახვი
  • 80 გრ საქონლის ქონი
  • 1 ც კვერცხი
  • მარილი-გემოვნებით
  • 300 გრ არაჟანი

მომზადება:

კარტოფილის მოვხარსოთ კანიანად, გავაციოთ, გავფცქვნათ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან

ერთად. დავუმატოთ კვერცხი და ცოტაოდენი ფქვილი. ხორცი მოვხარსოთ, გავაციოთ და გავატაროთ

ხორცსაკეპ მანქანაში. შევურიოთ კარტოფილის და ხორცის ფარში ერთამანეთს, მოვაყაროთ მარილი, გავაკეთოთ

კატლეტები, ამოვავლოთ საფანელში და შევწვათ ცხიმში ორივე მხრიდან.

წაიკითხეთ სხვაც

katleti koniakit კატლეტები კონიაკით

კომბოსტოს სუფლე

$
0
0

შემადგენლობა:

  • 600 გრ კომბოსტო
  • 80 გრ ზეთი
  • 1 ს.კ ფქვილი
  • 2 ს.კ არაჟანი
  • 1 ს.კ საფანელი
  • 30 გრ ყველი
  • 2 ც კვერცხი
  • მარილი,პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

კომბოსტო დავჭრათ ნაჭრებად, ვხარშოთ მარილიან წყალში 10 წუთი, გადავიტანოთ საწურში და როცა

შეცივდება, დავჭრათ წვრილად. მოვაყაროთ გახეხილი ყველი, მოვასხათ ზეთი, არაჟანი, დავაყაროთ  ფქვილი,

ჩავახალოთ კვერცხის გული და ყველაფერი კარგად ავურიოთ. ცილა ცალკე ავთქვფიოთ და შევურიოთ

კომბოსტოს, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ცხიმიან ფორმაში გადავიტანოთ მიღებული მასა და

გამოვაცხოთ ღუმელში.

წაიკითხეთ სხვაც

Ham and Cheese Omelette ლორის და ყველის ომლეტი

პიურე ხორცის სოუსით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 250 გრ საქონლის ფარში
  • 1 თავი ხახვი
  • 450 გრ კარტოფილი
  • 3 ს.კ რძე
  • 25 გრ კარაქი
  • 30 გრ ტომატი

მომზადება:

ფარში და წვრილად დაჭრილი ხახვი ცხიმში მოვთუშოთ. დავუამტოთ ტომატი და კიდევ 30 წუთით ვშუშოთ.

კარტოფილისგასნ მოვამზადოთ პირე, გადავწუროთ წყალი და კარაქთან  და რძესთან ერთად კარგად

გავსრისოთ. პიურე გადმოვიღოთ თეფშზე და ზემოდან მოვასხათ გამზადებული ხორციანი სოუსი.

წაიკითხეთ სხვაც

bostneuli ბოსტნეულის მობრაწულა

კარტოფილის პიცა

$
0
0

შემადგენლობა:

  •  2 ც კარტოფილი
  • 4 ს.კ ტომატი
  • 30 გრ უცხიმო ძეხვი
  • 6-8 ც სოკო
  • 55 გრ ყველი

მომზადება:

კარტოდილი დავჩხვლიტოთ ჩანგლით და შევწვათ ღუმელში. გავჭრათ შუაზე და ამოვაცალოთ გული.

კარტოფილის გულს შევურიოთ ტომატი და გახეხილი ყველი. სოკო დავჭრათ წვრილად და მოვაყაროთ

კარტოფილს. სულ ბოლოს კი დვადოთ თხლად, კარტოფილის ზომაზე დაჭრილი ძეხვი. შევდგათ ღუმელში

2-3 წუთით გავაჩეროთ.

წაიკითხეთ სხვაც

shemwvar igvidzli შემწვარი ღვიძლი

კარტოფილის ბრაწულა

$
0
0

შემადგენლობა:

  •  100 გრ არაჟანი
  • 2 ც კარტოფილი
  • 100 გრ ხაჭო
  • 50 გრ ყველი

მომზადება:

კარტოფილი შევწვათ ღუმელში. როცა მზად იქნება, გადმოვიღოთ, გავაციოთ. შევურიოთ არაჟანი,ხაჭო,

გახეხილი ყველი და  მოვათავსოთ ფორმაში. გამოვაცხოთ ღუმელში 200 გრადუსზე 10-15 წუთის

განმავლობაში.

წაიკითხეთ სხვაც

piure xorcis soust პიურე ხორცის სოუსით

კარტოფილის ბურთულები

$
0
0

შემადგენლობა:

  •  2 კგ კარტოფილი
  • 50 გრ მარგარინი
  • მარილი,შავი პილპილი-გემოვნებით
  • ფქვილი

მომზადება:

კარტოფილის მოვხარშოთ, გავფცქვნათ და გავაკეთოთ პიურე, დავუმატოთ მარილი,პილპილი და მარგარინი.

მიღებული მასისგან გავაკეთოთ პატარა ბურთულები და ამოვავლოთ ფქვილში, შევწვათ ზეთში.

ომლეტი ლორითა და ყველით ( ვიდეო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ც კვერცხი
  • 1 ს.კ რძე
  • 1 ს.კ კარაქი
  • 2 ს.კ გახეხილი ყველი
  • 2 ს.კ დაჭრილი ლორი
  • მარილი და პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

კარაქი გავადნოთ ტაფაზე. ავთქვფიოთ კვერცხი, რძე, კარგად. დავამატოთ მარილი და პილპილი და მოვათავსოთ

ტაფაზე.  როცა შეიწვება მოვყაროთ გახეხილი ყველი და დაჭრილი ლორი, გადავახვიოთ.

მოხარშული გოგრა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ გოგრა
  • 200 გრამი წყალი

მომზადება:

გოგრა დავჭრათ საშუალო ნაჭრებად, წვაბში ჩავასხათ წყალი, ღრმა თეფში ამოვატრიალოთ და ჩავდოთ ქვაბში,

ჩავაწყოთ გოგრა ნაყოფით წყლისკენ, დავახუროთ ქვაბს ხუფი და მოვხარშოთ ნელ ცეცხლზე.

ხბოს ჩაშუშული ბოსტნეულით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 500 გრ ხბოს ხორცი
  • 2 თავი ხახვი
  • 1 ც სტაფილო
  • 2 ც ბულგარული წიწაკა
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 1 ჩ.კ ძირა
  • 1 ჭიქა წითელი ღვინო
  • 200-250 გრ წითელი მოხარშული ლობიო
  • ხორცის ნახარში ( ან ადუღებული წყალი)
  • 3ც პამიდორი
  • ქინძი,ოხრახუში
  • მარილი,პილპილი,ზეთი

მომზადება:

დაჭერით ხორცი ოთხკუთხედ ნაჭრებად და მოაყარეთ მარილი და პილპილი. საშუალო ცეცხლზე დაადგით ქვაბი და მოასხით ზეითუნის ზეთი. ჩაყარეთ ხორცი, კარგად მოურიეთ და დაუწიეთ ცეცხლს. ხორცი გაუშვებს წვენს. გააჩერეთ 7 წუთის განმავლობაში. გადმოასხით წვენი (შეინახეთ), აუწიეთ ცეცხლს ისევ საშუალო დონეზე და ხორცთან ერთად ჩაშუშეთ ხახვი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა და ნიორი. თუ მასა მშრალი იქნება, დაამატეთ ზეთი. მოაყარეთ ძირა და კარგად მოურიეთ.

ბოსტნეული კარგად რომ მოითუშება, დაამატეთ ღვინო და გააჩერეთ 3-4 წუთი. შემდეგ დაამატეთ ხორცის (მაგალითად ქათმის ხორცის) ნახარში, ან თუ არ გაქვთ, დაამატეთ უბრალოდ ადუღებული წყალი, იმდენი, რომ მთლიანად დაიფაროს მასა. აქვე ჩაამატეთ ის წვენი, რაც მანამდე ხორცმა გაუშვა ჩაშუშვის დროს. ჩაამატეთ ლობიო (თუ ლობიოს ცალკე მოხარშავთ, ბოლომდე ნუ მოხარშავთ და კერძში ჩაიხარშება. ალტერნატიულად შეგიძლიათ გამოიყენოთ ლობიოს კონსერვიც). ჩაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ 40 წუთის მანძილზე. პერიოდულად მოურიეთ. წყალი დაშრება და ოდნავ ბლანტი მასა გახდება. დაამატეთ დაჭრილი პამიდორი, მწვანილი, მოაყარეთ მარილი და პილპილი. რამდენიმე წუთი გააჩერეთ ცეცხლზე და შემდეგ გამორთეთ.

წაიკითხეთ სხვაც

Kartopili Espanurad კარტოფილი ესპანურად
Viewing all 2201 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>