შემადგენლობა:
- 750 გრ ფარში
- 2 თავი ხახვი
- 3 ნაჭერი პური
- 3 ც პომიდორი
- 2 ც კარტოფილი
- 2 ც მწვანე წიწაკა
- 2 კბილი ნიორი
- 1 ჭიქა ზეთი
- მარილი,პილპილი-გემოვნებით
მომზადება:
პურს დავასხათ თბილი წყალი, დავალბოთ, კარგად გავწუროთ და დავფშვნათ, ხახვი გავხეხოთ
სახეხზე, ნიორი გავჭყლიტოთ და შევურიოთ პურს. მოვაყაროთ ფარში,მარილი,პილპილი,
სუნლები და ვურიოთ 10 წთ. მიღებული მასისგან გავაკეთოთ კატლეტები და შევწვათ ორივე
მხრიდან ზეთში. ჩავაწყოთ მზა კატლეტები ღრმა ტაფაში, პამიდორს მოვაშოროთ კანი, დავჭრათ
პატარა ნაჭრებად და თითო კატლეტს დავადოთ პამიდვრის ნაჭრები. კარტოფილი დავჭრათ
თხლად, წიწაკა დავჭრათ საშუალო ნაჭრებად და დავალაგოთ კატლეტებს, დავახუროთ ქვაბს
ხუფი და მოვამზადოთ საშუალო ცეცხლზე 20-25 წთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
კალტლეტები პარმეზანით |