შემადგენლობა:
- 300 გრ ხბოს ხორცი
- 750 გრ კარტოფილი
- 3 ც კვერცხი
- 60 გრ ფქვილი
- 40 გრ ცხიმი
- მარილი,პილპილი-გემოვნებით
მომზადება:
კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად, გავფცქვნათ და გავაკეთოთ პიურე. ჩავახალოთ 2 კვერცხი და
1 კვერცხის გული. ხბოს ხორცი გავატაროთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. პიურესგან
გავაკეთოთ ბურთის ფორმის გუნდები, შუაგულში დავდოთ გატარებული ხორცი, ზემოდანაც
გადავადოთ კარტოფილის პირე, გავაკეთოთ კატლეტები, ამოვავლოთ ფქვილში,ათქვეფილ
კვერცხში და შევწვათ ცხიმში ორივე მხრიდან.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
შემწვარი ყველი |