შემადგენლობა:
- 1 კგ საქონლის ხორცი
- 1 ც ლიმონი
- 500 გრ ქინძი
- 3 ცხახვი
- 300 გრ ყველი
- 250 გრ მაიონეზი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება:
საქონლის ხორცს თხლად დავჭრით და ცოტათი დავბეგვავთ. ჯამში ჩავდებთ, ზემოდან პილპილსა და მარილს მოვაყრით, ლიმონს დავაწურავთ და ცოტა ხანი ასე გავაჩერებთ. შემდეგ ამ ხორცს ტაფაზე დავალაგებთ, ზემოდან ალყა-ალყა დაჭრილ ხახვს, თხლად დაჭრილ ყველს და ქინძს დავალაგებთ. მაიონეზს გადავუსვამთ და აირღუმელში შევდგამთ. იქ დაახლოებით ორმოცი წუთის განმავლობაში უნდა გავაჩეროთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ერბო-კვერცხი სოკოთი და ყველით |