Quantcast
Channel: ცხელი კერძები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 2201

მწვანე ლობიო კვერცხით

$
0
0

მასალა:

  • 500 გრ ახალი მწვანე ლობიო
  • 2 თავი ხახვი
  • ორ- ორი ძირი ოხრახუში, ქინძი, კამა,რეჰანი.
  • 100 გრ ერბო ან კარაქი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 3 კბილი ნიორი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

მწვანე ლობიო გაარჩიეთ, დატეხეთ სამ ან ოთხ ნაწილად, ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით იმდენი წყალი , რომ არ დაიფაროს და ხარშეთ. როდესაც ლობიო წყალს დაიდუღებს, ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ კარაქი და მოშუშეთ ნელ ცეცხლზე. როცა ლობიო კარგად მოიშუშება , აურიეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, კამა, ოხრახუში და რეჰანი. შემდეგ დაასხით კარგად ათქვეფილი კვერცხი. აღარ მოურიოთ, ზემოდან თავი მოუსწორეთ, ისევ გააჩერეთ ცეცხლზე 5 – 6 წუთი და გადმოდგით.

 

წაიკითხეთ სხვაც

Badrijani Nigvzit ბადრიჯანი ნიგვზით

Viewing all articles
Browse latest Browse all 2201

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>