Quantcast
Channel: ცხელი კერძები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 2201

ბადრიჯანი პომიდვრის სოუსში

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ბადრიჯანი
  • 1 თავი ხახვი
  • 50-100 გრ ნიგოზი
  • 2-3 ც პომიდორი
  • 3ს.კ ტომატპასტა
  • უცხო სუნელი
  • ხმელი ქინძი
  • წიწაკა,მარილი

მომზადება:

საშუალო ზომის ბადრიჯანი გაჭერით სამ ნაწილად, დასერეთ 2-3 ადგილას, ბადრიჯნის სიგრძის პარალელურად. მოაყარეთ მარილი და მოათავსეთ საწურზე, გააჩერეთ 2-3 საათი. ბადრიჯანი ჩაალაგეთ მდუღარე ზეთში ერთ ფენად და შეწვით ისე, რომ არ ჩაიხარშოს და დაიშალოს.

წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ცხიმში, დაამატეთ ტომატპასტა, გააგრძელეთ შუშვა, დაამატეთ გაფცქვნილი და დაჭრილი პომიდორი( სასურველია გაფცქვნილი პომიდორი მსუბუქად გაწუროთ და მერე დაჭრათ), ჩათუთქულ პომიდორს დაამატეთ უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, წიწაკა, მარილი და ბოლოს გატარებული ნიგოზი. ადუღეთ 10-15 წუთი. მომზადებულ სოუსში დაალაეთ ბადრიჯანი, დაახურეთ ქვაბს ხუფი და წამოადუღეთ.

ბადრიჯანი პომიდვრის სოუსში

3 (60%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

სოკოს ღვეზელი

Viewing all articles
Browse latest Browse all 2201

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>