შემადგენლობა:
- ბრინჯი – 1 ჩაის ჭიქა
- წიწიბურა – 1 ჩაის ჭიქა
- ხახვი – 4-5 თავი
- მწვანე ხახვი – 2-3 ძირი
- ნიორი – 2-3 კბილი
- ოხრახუში, ქინძი, კამა – გემოვნებით
- მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით
- თეთრი პური – 200 გ.
- ზეთი – 0,5-1 ჩაის ჭიქა
- ორცხობილას საფანელი – 1 ჭიქა
მომზადება:
მოხარშეთ გარეცხილი ბრინჯი და წიწიბურა. გადაიტანეთ თუშფალანგზე და როცა კარგად დაიწურება, გაატარეთ ხორცსაკეპში ბოსტნეულთან და წინასწარ დამბალ პურთან ერთად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. აიღეთ პატარა ულუფები, დაამრგვალეთ, მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ ორცხობილის საფანელში და შეწვით ტაფაზე, ცხელ ზეთში.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
სოკოს კუჭმაჭი |