შემადგენლობა:
- 100 გრ სტაფილო
- 100 გრ ვაშლი
- 30 გრ არაჟანი
- 15 გრ ორცხობილა
- 15 გრ კარაქი
- 1 ც კვერცხი
- 15 გრ თაფლნარევი ბურღული
- 10 გრ შაქარი
მომზადება:
სტაფილო დავჭრათ ძალზე წვრილად და მოვშუშოთ 10 გრ კარაქში. ცოტა-ცოტათი ჩავასხათ 1/4 ჩ.ჭ წყალი. დავუმატოთ ვაშლის პატარა ნაჭრები და შაქარი. ვშუშოთ 5-6 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოვიღოთ ცეცხლიდან , გავაციოთ, დავყოთ 1-4 ნაწილად, მივცეთ კატლეტის ფორმა, თითოეული ამოვავლოთ დანაყილ ორცხობილაში ან ფქვილში და შევწვათ კარაქში.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ტოლმა ვაზის ფოთოლში |