შემადგენლობა:
- 500 გრ ქათმის ღვიძლი
- 700 გრ კარტოფილი
- 60 გ კარაქი
- 2 ს.კ ზეთი
- 250 გრ მწვანე ხახვი
- 500 გრ სტაფილო
- 2 დაფნის ფოთოლი
- 250 გ ნიორი
- 1 ს.კ ხმელი ქონდარი
- 1 კონა ოხრახუში
- მარილი და პილპილი
მომზადება:
კარტოფილი გაფცქვენით, გარეცხეთ და გააშრეთ. ტაფაში გააცხელეთ ზეთი და ნახევარი კარაქი, ჩაყარეთ
კარტოფილი და ხშირად მოურიეთ. 20 წუთის შემდეგ დააყარეთ მარილი და პილპილი. დაჭერით ხახვი
და სტაფილო, დაფნის ფოთოლთან ერთად დაუმატეთ კარტოფილს და მოშუშეთ კიდევ 20 წუთით.
მრგვლად დაჭერით ნიორი და დააყარეთ ბოსტნეულს. შეაზავეთ მარილითა და პილპილით, მოაყარეთ
ქონდარი და კდიევ 10 წუთით გააჩერეთ ცეცხლზე. ცივ წყალში გარეცხეთ ქათმის ღვიძლი და დაჭერით.
დარჩენილ კარაქში შეწვით გასუფთავებული ღვიძლი და შეურიეთ ბოსტნეულს. გარეცხეთ და გააშრეთ
ოხრახუში. შემწვარი ღვიძლი მორთეთ დაჭრილი ოხრახუშით.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
შემწვარი სულგუნი |