Quantcast
Channel: ცხელი კერძები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 2201 articles
Browse latest View live

შემწვარი ღვიძლი

$
0
0

შემადგელობა:

  •  500 გრ ღვიძლი
  • 1 ც კვერცხი
  • 50 გრ საფანელი
  • 1 ს.კ კარაქი
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ღვიძლი გავრეცხოთ, ფავაცალოთ აპკი, ამოვკვეთოთ ნაღვლის სადინები, დავჭრათ ნაჭრებად. ყოველ ნაჭერს მოვაყაროთ ცოტამ არილი, ამოვავლოთ ჯერ ფქვილში, შემდეგ ათქვეფილ კვერცხში, ბოლოს-ორცხობილას საფანელში.დავაწყოთ გამდნარ ცხიმწასმულ ტარაფაზე და შევწვათ.

წაიკითხეთ სხვაც

qatami shemwvari bananit ქათამი შემწვარი ბანანით

მწვადის ჩახოხბილი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 კგ ხორცი
  • 2 ს.კ ერბო
  • 4-5 თავი ხახვი
  • 800 გრ პამიდორი
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ ერბოში. დავამატოთ დაჭრილი, კანგაცლილი პამიდორი. როდესაც წამოდუღდება, ჩავაწყოთ შემწვარი მწვადი, დავახუროთ სახურავი და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე.

წაიკითხეთ სხვაც

ენა არაჟანით ენა არაჟნით

შემწვარი ქათამი ტყემლის წვენით

$
0
0

მომზადება:

კარგად გასუფღავებულ, გარეცხილ ქათამს მოვაყაროთ მარილი და წამოვაგოთ შამფურზე. დავამაგროთ კისრით და ფეხებით, შევწვათ ნაკვერჩხარზე, თან შამფური სულ ვატრიალოთ. ქათამი კარგად რომ შეიწვება, გამოვაძროთ შამფურიდან სა სუფრაზე მივიტანოთ ყოველგვარი საკმაზის გარეშე. ცალკე მივიტანთ ტყემლის საწებელი.

წაიკითხეთ სხვაც

piure_cartofi პიურე ირლანდიურად

ლულაქაბაბი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 კგ ცხვრის ხორცი
  • 100 გრ დუმა
  • 2  თავი ხახვი
  • 2 ც კვერცხი
  • კოწახური, მარილი, პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი, დუმა, ხახვი ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შევაზავოთ მარილით, პილპილით, კოწახურით,გათქვეფილი კვერცხით და ხელით  კარგად ავურიოთ. დავყოთ ნაწილებად,დავამრგვალოთ,წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ ყოველი მხრიდან. როცა შეიწვება,ფრთხილად მოვაცილოთ შამფურიდან, სათითაოდ შევახვიოთ ლავაშში და დავალაგოთ თეფშზე. ცალკე მივიტანოთ საჭრილი ხახვი და დანაყილი კოწახური. შეგვიძლია შემწვარი ლულაქაბაბი ლავაშში არ გავახვიოთ,დავაწყოთ თეფშზე,მოვაყაროთ დაჭრილი ხახვი და დანაყილი კოწახური,ან ეს უკანასკნელი ცალკე მივიტანოთ.

 

წაიკითხეთ სხვაც

svanuri chvishtari სვანური ჭვიშტარი

კარტოფილი შემწვარი ხორცით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  400 გრ კარტოფილი
  • 250 გრ უცხიმო  ხორცი
  • 30 გრ ხახვი
  • 3 ს.კ მცენარეული ცხიმი
  • 1 ს.კ არაჟანი
  • მაწვანილი
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

კარტოფილი გავფცქვენით, მოხარშეთ მარილიან წყალში და გაუციებლად გაატარეთ ხორცსაკეპში. ხახვი დაკეპეთ და მოშუშეთ ცხიმში. პროდუქტები შეაერთეთ და გადაურიეთ. ფორმას ცხიმი წაუსვით, მასში ჩადედეთ მიღებული ნარევი, მოასხით არაჟანი და აირღუმელში შეწვით.

შემწვარი წიწაკა ნიგვზით და ნივრით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  წიწილა
  • 1 ჩ.ჭ ნიგოზი
  • 2 ჩ.ჭ წყალი
  • 6-7 კბილი ნიორი
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

გასუფთავებული, გარეცხილი წიწილა შევწვათ ტაბაკად. ნიოგი ნიორთან და მარითან ერთად კარგად დავნაყოთ, გავხსნათ ადუღებულ ცივ წყალში. ცხელ ცხელი შემწვარი წიწილა ნაჭრებად დავჭრათ, დავაწყოთ ლანგარზე და დავასსხათ ზევიდან ნიგოზ ნივრიანი საწებელი.

წაიკითხეთ სხვაც

garoxis sousi გაროხის სოუსი

შემწვარი წიწილა-ტაბაკა

$
0
0

მომზადება:

წიწილაკ არგად გავასუფთავოთ, გავრეცხოთ,გავჭრათ შუაზე, მოვაყაროთ მარილი. ტაფაზე დავასხათ ერბო ( შეიძლება ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთიც). როცა კარგად გაცხელდება,დავდოთ ზედ წიწილა, ზემოდან დავახუროთ თეფში, დავდოთ მძიმე საგანი, რომ წიწილის ყველა ნაწილი ერთნაირად შეიწვას. როცა ერთი მხარე შეიწვება,გადავაბრუნოთ და შევწვათ მეორე მხრიდანაც.

პიკანტურად შემწვარი ქათამი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ც ქათამი
  • 300-400 გრ ქათმის ფილე
  • 2 ც მწვანე ვაშლი
  • 400-500 გრ ბეკონი
  • დარიჩინი
  • თითი კილოგრამი- უკრკო შავი და თეთრი ყურძენი

მომზადება:

ქათმის ფილე  დავჭრათ წვრილ ნაჭრებად. ასევე დავჭღათ ვაშლივ. შევურიოთ ფილე და ვაშლი ერთმანეთს და მოვაყაროთ დარიჩინი.მომზადებული მასით ამოვავსოთ ქათამი. გფარედან ქათამს წავუსვათ მარილის და დარიჩინი ნარევი. დარიჩინი არ დავინანოთ,რადგან კერძის მთელი მიმზიდველობა დარიჩინში იმალება. მთელ ქათამს შემოვახვიოთ ბეკონის ზოლები, დავდოთ თუნუქის ფურცელზე და სევდგათ ღუმელში. 30 წუთის შემდეგ თუნუქის ფურცელზე დავაწყოთ ყურძნის მტევნები. 15-20 წუთის შემდეგ კერძი მზადაა,

წაიკითხეთ სხვაც

indauri komshit ინდაური კომშით

შემწვარი კაროტოფილი ( ვიდეო)

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 ც კარტოფილი
  • 8 ნაჭერი ლორი
  • 1/2 ჭიქა  არაჟანი
  • 3 ს.კ გამდნარი კარაქი
  • 1/2 ჭიქა თბილი რძე
  • მარილი და პილპილი
  • 1/4 ჭიქა დაჭრილი მწვანე ხახვი

მომზადება:

კარტოფილი შევწვა კანიანად ღუმელში.  დაჭრილ ბეკონი მოვათავსოთ ტაფაზე. ხოლო ქვაბში ჩავასხათ  რძე და დავუმატოთ კარაქი.  კარტოფილები გავჭრათ შუაზე.  ამოვაცალოტ გულები ისე რომ კანი არ დაზიანდეს.  ეს გულები ჩავჭყინტოთ,. დავამატო ცოტა თბიი რძე, მარილი, პილპილი, მწვანე ხახვი, არაჟანი ,გახეხილი ყველი და შემწვარი ბეკონი, კარგა ავურიოთ. შემდეგ ეს მასა მოვათავსოთ კარტოფილებში და ზემდოან მოვაყაროთ ყველი, შემვდოთ ღუმელში  15 წუთის განმავლობაში.

წაიკითხეთ სხვაც

Organic-Chicken-Schnitzel შნიცელი "ერებუნი"

ღორის ხორცი გახეხილი ხახვით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 კგ საულუფე ნაჭრებად დაჭრილი ღორის ხორცი
  • 3 თავი ხახვი
  •  შაცი წიწაკა, მარილი
  • ზეთი -შესაწვავად

მომზადება:

ხორცი ჩვდოთ ღრმა ჯამში. წვრილ სახეხზე გავხეხოთ 3 მოზრდილი ხახვი. მივიღებთ ფაფისმაგვარ მასას. ხორცს მოვაყაროთ მარილი,წიწაკა და გახეხილი ხახვი. შევდგათ მაცივარში 1 საათით. ხახვი გამოყოფს ბლომად წვენს. ხორცი ჩვაწყოთ ზეთიან ტაფაში, დავასხათ გამოყოფილი წვენი მთლინად და შევწვათ საშუალო ცეცხლზე. სუფრაზე გავიტანოთ კიტრთან ერთად.

წაიკითხეთ სხვაც

brokolis mobrawula ბროკოლის მობრაწულა

მწვანე სუპი კარტოფილით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  250 გრ ჭარხლის ფოთლები
  • 150 გრ შებოლილი ძეხვი
  • 500 გრ კარტოფილი
  • 1 ლიტრი წყალი
  • 1 ჩ.კ მარილი
  • 2 ს.კ კარაქი
  • შავი პილპილი, მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ჭარხლის ფოთლები გავრეცხოთ , შევაშროთ და დავჭრათ ჩხირისებურად,. ძეხვი 15 წუთით გავაჩეროთ ცხელ წყალში დასარბილებლად, შემდეგ შევაშროთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ასევე პატარა ნაჭრებად დაჭრათ გათლილი კარტოფილი და მოვხარშოთ მარილიან წყალში.  ამოვიღოთ კარტოფილები, გავაკეთოთ პიურე და ისევ ნახარშ წყალში დავაბრუნოთ. დავამატოთ კარაქი, წიწაკა, ჭარხლის ფოთლები, ძეხვი და ერთად ავადუღოთ 10 წუთი.

წაიკითხეთ სხვაც

mexsikuri kartofili მექსიკური კარტოფილი

ტამაცუნი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  200 გრ ნიგოზი
  • 50-60 გრ ხახვი
  • 200 გრ სიმინდის ფქვილი
  • მარილი და წიწაკა -გემოვნებით

მომზადება:

სიმინდის ფქვილი გავცრათ ხის გობზე, დავუამტოთ დანაყილი ნიგოზი,წიწაკა და წვრლად დაჭრილი ხახვი, დავასხათ წყალი და მოვზილოთ ცომი და გამოვაცხოთ აირღუმელში.

წაიკითხეთ სხვაც

gvizli broweulis wveit ღვიძლი ბროწეულის წვენით

ტოლმა ღორის ხორცით

$
0
0

შემადგენლობა:

  •   500 გრ ღორის ხორცი
  • 50 გრ ღორის ქონი
  • 1 თავი კომბოსტო
  • 1 თავი ხახვი
  • 1 ც კვერცხი
  •  მარილი-გემოვნებით
  • პილპილი-გემოვენბით

მომზადება:

სატოლმე კომბოსტოს ამოვაჭრათ გული  და მდუღარე წყალში გავაჩეროთ 5 წუთის განმავლობაში. როცა ფოთლები დარბილდება, კომბოსტო ამოვიღოთ, ფოთლები გავაცალკევოთ და ამოვაჭართ მაგარი ადგილები. ღორის რბილი ხორცი, ქონი და ხახვი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, მიღებულ ფარშს დავუმატოთ პილპილი, კვერცხი, მარილი და კარგად ავურიოთ. ფარში შევახვიოთ კომბოსტოს ფოთლებში, მოვათავსოთ ქვაბში და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე ხორცის მოხარშვამდე.

ტოლმა ბარდით ვაზის ფოთოლში

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 ს.კ ბარდა
  • 1 ს.კ ბრინჯი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 ს.კ ზეთი
  •  გაგრის ჩირი -გემოვნებით
  • ალიბუხარი ( ყვითელი ქლიავი)- გემოვნებით
  • 50 გრ ქიშმიში
  • 80 გრ ვაზის ფოთოლი
  • ქინძი, პიტნა, ოხრახუში-გემოვნებით
  • მარილი,პილპილი

მომზადება:

ბარდა კარგად მოვხარშოთ, დავუმატთ ვალკე მოხარსული ბრინჯი. ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვხრაკოთ ზეთში. შევურიოთ ბარდას და ბრინჯს, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი და მდუღარე გადავლებული ალიბუხარი, წვრილად დაჭრილი მწვანილები და კარგად ამოვურიოთ. ვაზის ფოთლები დავმდუღროთ და მიღებული ფარში გადავახვიოთ. დავახათ წყალი, მოვაყაროთ წვრილად  დაჭრილი გაგრის ჩირი, გარეცხილი ქიშმიში და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე.

წაიკითხეთ სხვაც

tomatnij_sous ხორცი პამიდვრის სოუსით

იხვი კონიაკით

$
0
0

შემადგენლობა: 

  •  2 კგ იხვი
  • 3-4 თავი ხახვი
  • ნახევარი ჭიქა კონიაკი
  • 100 გრ ზეთი
  • მარილი,პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

იხვი კარგად გავასუფთავსოთ და გავრეცხოთ. ფრინველის ღვიძლ დავჭრათ წვრილად, დავუამტოთ დაქუცმაცებული ხახვი, ქინძი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მოვასხათ ცოტა ზეთი, კონიაკი და ყველაფერი კარგად ავურიოთ. მიღებული ფარშით გამოვტენოთ იხვი, გავკეროთ, დავდოთ ცხიმიან ქურის ტაფაზე და შევწვათ. შეწვის დროს იხვს თავისივე გამოყოფილი ცხიმი დავასხათ.

წაიკითხეთ სხვაც

buzhenina ბუჟენინა

ხბოს ხორცი ლუდში

$
0
0

მომზადება:

600 გრ ხბოს ხორცი დავჭრათ, მოგრძო, პატარა ნაჭრებად, მოვშუშოთ ცხიმში და გადავიტანოთ ღრმა ჭურჭელში. დარჩენილ ცხიმში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, შევაზავოთ მარილი, წიწაკა და მოვაყაროთ ხორცს. მივუმტოთ შავი წიწაკის კაკლები, დაფნის ფოთოლი, ალყა-ალყა დაჭრილი სტაფილო, ნახევარი ლიტრი ლუდი. კარგად დავაფაროთ ჭურჭელს თავსახური და მოვშუშოთ ნელ ცეცხლზე. მზა ხორცს დავასხათ  კოვხ ცივ წყალში გახსნილი  კოვზი ფქვილი და რამდენიმე წუთის შემდეგ გადმოვდგათ ცეხლიდან.

წაიკითხეთ სხვაც

megruli xarcho მეგრული ხარჩო

ფარშირებული ბადრიჯანი რუმინულად

$
0
0

მომზადება:

ბადრიჯანს ამოვახალოთ გული და შევწვათ ზეთში. მოვამზადოთ ფარში : 250 გრ ძროხის ხორცი შევწვათ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად, მოვხრაკოთ 1 თავი დაჭრილი ხახვი და რამდენიმე კბილი ნიორი, 4 ც პამიოდრი. ამ ფარშით დავტენოთ ბადრიჯანი, მოვასხათ  100 გრ ტომატის პასტა, დავუმატოთ ძირა, მარილი, შავი პილპილი და მოვშუშოთ.

წაიკითხეთ სხვაც

shemwvari sulguni შემწვარი სულგუნი

ყვავილოვანი კომბოსტოს ბრაწულა

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 კგ ყვავილოვანი კომბოსტო
  • 300 ჰრ ნებისმიერი სახის ხორცის ფარში
  • 2 თავი ხახვი
  • 2 ს.კ მარგარინი
  • 2 ც კვერცხი
  • 300 მლ ნაღები
  • 200 გრ გახეხილი ყველი
  • მარილი,წიწაკა-გემოვნებით

მომზადება:

დავყოთ კომბოსტო ყვავილებად და მოვხარშოთ მარილიან წყალში 5 წუთის განმავლობაში. წვრილად დავჭრათ ხახვი და მოვხრაკოთ ფარშთან ერთად. შევკმაზოთ მარილითა და წიწაკით. შევურიოთ კომბოსტო. ფორმას წავუსვათ ცხიმი, გადავიტანოთ მომზადებული მასა და მოვასხათ კვერცხთან ერტდ ათქვეფლი ნაღები. შევდგათ ღუმელში 200 გრადუს ტემპერატურაზე. 20 წუთის შემდეგ გამოვიღოთ, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და ისე შევდგათ ღუმელში 10 წუთით.

წაიკითხეთ სხვაც

qatmis xarcho ქათმის ხარჩო

ხორცის რულეტი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  150 გრ საქონლის ხორცი1 ც კვერცხი
  •  20 გრ ლორი 2 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ ტომატი
  • 1 ს.კ კარაქი
  • მარილი,შავი პილპლი, წითელი დაფქვილი წიწაკა-გემოვნებით

მომზადება:

საქონლის რბილი ხორცი კარგად დავბეგვოთ, მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი და კიდევ დავბეგვოთ. როცა ხორცი კარგად დაიბეგვება, გავშალოთ, რიგ-რიგობით მოვაყაროთ თხლად დაჭრილი ლორი, დაფქვილი წითელი წიწაკა, მოხარშული და მრგვლად დაჭრილი კვერცხი, დანაყილი ნიორი. გადავახვიოთ ხორცი რულეტივით, შევკრათ ძაფით, გადავიტანოთ კარაქიან ქურის ტაფაზე და ზემოდან გადავუსვათ ტომატი. გამოვაცხოთ ღუმელში საშუალო     ტემპერატურაზე, ყოველ 10-15 წუთში გადავაბრუნოთ, რომ დაიწვას , თან რულეტის მიერ გამოყოფილი წვენი მოვასათ.

წაიკითხეთ სხვაც

ტოლმა ტოლმა

ბოზბაში ერევნულად

$
0
0

შემადგენლობა: 

  •  150 გრ ცხვრის ხორცი
  • 1 ს.კ ზეთი
  • 1 თავი ხახვი
  • 2 ს.კ ბარდა
  • 2 ც კარტოფილი
  • 1 ც ვაშლი
  • 10 გრ შავი ქლიავი
  • 2 ს.კ ტომატი
  • მარილი, წითელი დაფქვილი წიწაკა-გემოვნებით

მომზადება:

ცხვრის ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და მოვხარშოთ. ბულიონი  გადავწუროთ დოლბანდში და ჩავყაროთ ბარდა. დავუმატოთ კუბკებად დაჭრილი კარტოფილი. ტაფაში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავუამტოთ ტომატი და ვშუშოთ ნელ ცეცხლზე 5 წუთი. კერძის მომზადებამდე 10 წუთით ადრე, დავამატოთ გრძლად დაჭრილი  ვაშლი, კურკებგამოცლილი შავი ქლიავი, მოხრაკული ხახვი, მარილი,პილპილი და მოხარშული ხორცის ნაჭრები.

წაიკითხეთ სხვაც

Ridiculously-Easy-Jalapeno-Poppers-Recipe-with-Video წიწაკები ლორით
Viewing all 2201 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>