Quantcast
Channel: ცხელი კერძები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 2201 articles
Browse latest View live

ხორცის რულეტი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  150 გრ საქონლის ხორცი,1 ც კვერცხი
  •  20 გრ ლორი 2 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ ტომატი
  • 1 ს.კ კარაქი
  • მარილი,შავი პილპლი, წითელი დაფქული წიწაკა-გემოვნებით

მომზადება:

საქონლის რბილი ხორცი კარგად დავბეგვოთ, მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი და კიდევ დავბეგვოთ. როცა ხორცი კარგად დაიბეგვება, გავშალოთ, რიგ-რიგობით მოვაყაროთ თხლად დაჭრილი ლორი, დაქული წითელი წიწაკა, მოხარშული და მრგვლად დაჭრილი კვერცხი, დანაყილი ნიორი. გადავახვიოთ ხორცი რულეტივით, შევკრათ ძაფით, გადავიტანოთ კარაქიან ქურის ტაფაზე და ზემოდან გადავუსვათ ტომატი. გამოვაცხოთ ღუმელში საშუალო    ტემპერატურაზე, ყოველ 10-15 წუთში გადავაბრუნოთ, რომ დაიწვას , თან რულეტის მიერ გამოყოფილი წვენი მოვასხათ.

ხორცის რულეტი

5 (100%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ბერძნული მუსაკა

ხორცი ყველით და მაიონეზით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ საქონლის ხორცი
  • 1 ც ლიმონი
  • 500 გრ ქინძი
  • 3 ცხახვი
  • 300 გრ ყველი
  • 250 გრ მაიონეზი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:

საქონლის ხორცს თხლად დავჭრით და ცოტათი დავბეგვავთ. ჯამში ჩავდებთ, ზემოდან პილპილსა და მარილს მოვაყრით, ლიმონს დავაწურავთ და ცოტა ხანი ასე გავაჩერებთ. შემდეგ ამ ხორცს ტაფაზე დავალაგებთ, ზემოდან ალყა-ალყა დაჭრილ ხახვს, თხლად დაჭრილ ყველს და ქინძს დავალაგებთ. მაიონეზს გადავუსვამთ და აირღუმელში შევდგამთ. იქ დაახლოებით ორმოცი წუთის განმავლობაში უნდა გავაჩეროთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

სოუზი

ქათმის ხორცი მწვანე ლობიოთი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ ქათმის ხორცი
  • 1.5 კგ მწვანე ლობიო
  • 100-120 გ კარაქი ან ერბო
  • 1 კონა შაშკვლავი
  • 1 კონა რეჰანი
  • 1 კონა ქინძი
  • 4 თავი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 0.5 კონა ქონდარი
  • 2 ჭიქა წყალი
  • 1 ც მწვანე წიწაკა
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ლობიო  გარეცხეთ, დაამტვრიეთ და ჩაყარეთ სქელძირიან ქვაბში,ზემოდან დააყარეთ წვრილად დაჭრილი 2 თავი ხახვი, ნიორი და მწვანილი, დაასხით წყალი და ცეცხლზე დადგით.

ქათმის ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად და კარაქში დანარჩენ ხახვთან ერთად მოშუშეთ. ხახვი უნდა იყოს საშუალოდ დაჭრილი. ლობიოს ხარშვის დროს რამდენჯერმე ამოურიეთ. როცა მოიხარშება და წყალს დაიშრობს, ხის კოვზით ჩაკეპეთ და შეურიეთ ხახვთან ერთად მოშუშული ხორცი, კარგად ამოურიეთ და 5 წუთში გადმოდგით ცეცხლიდან.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ქათამი კომშის არომატით

ხორცის ბურთულები ბოსტნეულით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 100 გრ ხორცის ფარში
  • 3 ს.კ გახეხილი ყაბაყი
  • 3 ს.კ გახეხილი სტაფილო
  • 1 ც პამიდორი
  • 1 ჭიქა ბრინჯი
  • 2 ს.კ ზეითუნის ზეთი

მომზადება:

პომიდორი დავმდუღროთ, გავაცალოთ კანი, მოვაშოროთ თესლები და დარჩენილი მასა დავჭრათ წვრილად.

გახეხილი ყაბაყი და სტაფილო მოვშუშოთ ზეითუნის ზეთში ნელ ცეცხზე 10 წუთის განმავლობაში. საქონლის

ფარშისგან გავაკეთოთ პატარა ბურთულები, მოვათავსოთ ტაფაზე ბოსტნეულთან ერთად და ვშუშოთ ნელ

ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. ბრინჯი მოვხარშოთ მარილიან წყალში და მოვათავსოთ საწურზე.

ხორცი მიირთვით ბოსტნეულის გარნირთან ერთად.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ირმის ბარკალი ნუშით

ხორცის ფარში პიურეთი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 250 გრ საქონლის ფარში
  • 1 თავი ხახვი
  • 450 გრ კარტოფილი
  • 3 ს.კ რძე
  • 25 გრ კარაქი
  • 30 გრ ტომატი

მომზადება:

ფარში და წვრილად დაჭრილი ხახვი ცხიმში მოვთუშოთ. დავუმატოთ ტომატი და კიდევ 30 წუთით ვშუშოთ.

კარტოფილისგან მოვამზადოთ პიურე, გადავწუროთ წყალი და კარაქთან  და რძესთან ერთად კარგად

გავსრისოთ. პიურე გადმოვიღოთ თეფშზე და ზემოდან მოვასხათ გამზადებული ხორციანი სოუსი.

ხორცის ფარში პიურეთი

4 (80%) 1 vote[s]



ქათმის რულეტი ყველით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1.5 კგ ქათმის ხორცი
  • 700 გ ყველი
  • 60 გრ ქინძი
  • 2 ს.კ მარილი
  • წითელი წიწაკა-გემოვნებით

მომზადება:

ქათამი მოვხარშოთ, მოვაშოროთ კანი და ძვლები, დავბეგვოთ,მოვაყაროთ მარილი,პილპილი.ზემოდან

დავადოთ წვრილად დაჭრილ ქინძთან შერეული ყველი, გადავახიოთ რულეტვიით, მოვათავსოთ დოლბანდში,

შევკრათ ძაფით და მოვხარშოთ მარილიან წყალში 30-40 წუთი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

კარტოფილის მაჭკატები

კვერცხი ნიგვზით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 4 ც კვერცხი
  • 1 ჩ.ჭ დანაყილი ნიგოზი
  • 1 თავი ხახვი
  • 1ს.კ ზეთი
  • ბროწეული, მარილი,წიწაკა-გემოვნებით

მომზადება: 

კვერცხი კარგად გავთქვიფოთ, ავურიოთ შიგ დანაყილი ნიგოზი,ზეთში მოშუშული წვრილად

დაჭრილი  ხახვი, მარილი, წიწაკა, ბროწეულის მარცვლები და კოვზით ფრთხილად ავურიოთ ისე,

რომ მარცვლები არ დაიჭყლიტოს. მომზადებული მასალა დავდოთ ზეთწასმულ ცხელ ტაფაზე და შევწვათ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ხორცის ბრაწულა ყველით

წითელი ლობიო ნიგვზით და ბროწეულით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  1 კგ ლობიო
  • 2 ჩ.ჭ ნიგოზი
  • 5-6 ძირი ქინძი
  • 1 კბილი ნიორი
  • 0.5   ჩ.ჭ    ბროწეულის წვენი
  • წიწაკა,მარილი,მიხაკ-დარიჩინი-გემოვნებით

მომზადება:

მოვხარშოთ ლობიო ჩვეულებრივი წესით ისე, რომ წყალი უნდა დაიშროს. დავანაყოთ ნიგოზი, ნიორი, წიწაკა, ქინძი, მარილი, მიხაკი, დარიჩინი, გავხსნათ ეს ყველაფერი ბროწეულის წვენში, ავურიოთ მოხარშულ ლობიოში, ისე რომ ძალიან არ აიზილოს. მოვათავსოთ შესაფერ ჭურჭელზე და ზევიდან მოვაყაროთ მარცვლებად დარჩეული ბროწეული.

შეაფასეთ გვერდი




სატაცურის სუფლე

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1/2 ჭიქა ფქვილი
  • 80 გ კარაქი
  • 2 ჭიქა რძე
  • 4 ჭიქა დაჭრილი დაკონსერვებული სატაცური
  • 3 ს.კ გახეხილი ყველი’
  • 4 კვერცხი
  • პილპილი
  • მარილი

მომზადება:

ფქვილი მოშუშეთ კარაქში შეწითლებამდე. ნელ-ნელა დაუმატეთ რძე და თან ურიეთ. წამოადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. შეურიეთ ერთმანეთს სატაცური და ყველი. დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხის გული და ათქვეფილი ცილის ნაწილი. მოაყარეთ მარილი და პილპილი. მიღებული მასა მოათავსეთ ცეცხლგამძლე შუშის  ჭურჭელში, ზემოდან გაანაწილეთ დარჩენილი ათქვეფილი ცილა და დაბრაწეთ ღუმელში. გამოიღეთ, მოასხით რძიანი სოუსი და მორთეთ მწვანილით.

შეაფასეთ გვერდი



შემწვარი ღვიძლი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  500 გრ ღვიძლი
  • 1 ც კვერცხი
  • 50 გრ ორცხობილას საფანელი
  • 1 ს.კ კარაქი
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ღვიძლი გავრეცხოთ, გავასუფთავოთ, დავჭრათ ნაჭრებად. ყოველ ნაჭერს მოვაყაროთ ცოტა მარილი, ამოვავლოთ

ჯერ ფქვილში, შემდეგ ათქვეფილ კვერცხში, ბოლოს ორცხობილაში. დავაწყოთ ცხიმიან ტაფაზე და შევწვათ.

შემწვარი ღვიძლი

1.5 (30%) 2 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ბრინჯის და გოგრის ფაფა

შემწვარი სულგუნი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 200 გრ სულგუნი
  • ნახევარი ჩ.კ ფქვილი
  • 1 ჩ.კ ზეთი
  • 3-4 ღერი ოხრახუში

მომზადება:

სულგუნი ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ ცხიმიან ტაფაზე.

ოხრახუში დავჭღათ წვრილად და გამზადებულ სულგუნს მოვაყაროთ ზემოდან.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

სპაგეტი ზეთისხილით

შემწვარი ქათამი

$
0
0

მომზადება:

კარგად გასუფთავებულ, გარეცხილ ქათამს მოვაყაროთ მარილი და წამოვაგოთ შამფურზე. დავამაგროთ კისრით და ფეხებით, შევწვათ ნაკვერჩხალზე, თან შამფური სულ ვატრიალოთ. ქათამი კარგად რომ შეიწვება, გამოვაძროთ შამფურიდან სა სუფრაზე მივიტანოთ ყოველგვარი საკმაზის გარეშე. ცალკე მივიტანთ ტყემლის საწებელი.

შემწვარი ქათამი

3.7 (73.33%) 3 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ხორცის რულეტი ტომატით

ქათამი ფლორენციულად

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1/3 ჭიქა საფანელი
  • 0.5 ს.კ წვრილად დაჭრილი პიტნა
  • 2 ჩ.კ დანაყილი ნიორი
  • 4 ნაჭერი ქათმის ფილე
  • 2 ს.კ კარაქი
  • 1/3 ჭიქა წყალი
  • 1-2 ს.კ ნაკლებად ცხარე მდოგვი
  • 2 ს.კ ლიმონის წვენი
  • 1 ს.კ შაქარი
  • 1 კონა ისპანახი
  • მსხვილად გახეხილი მაგარი ყველი
  • ლიმონის ნაჭრები და პიტნის ფოთლები-მოსართავად

მომზადება:

ისპანახი გაარჩიეთ, გარეცხეთ და მოხარშეთ, შემდეგ გადმოწურეთ და დაჭერით. საფანელი, წვრილად დაჭრილი პიტნა და ნიორი აურიეთ. წაუსვით ქათმის ხორცის ნაჭრებს. 1ს.კ კარაქი გაადნეთ ტაფაზე. ზედ დააწყვეთ ქათმის ხორცის ნაჭრები და ყველა მხრიდან შეწვით. მომზადებული ხორცი თბილად შეინახეთ. იმავე ტაფაში ჩაამატეთ 1ს.კ კარაქი. წყალში გახსენით მდოგვი, ლიმონის წვენი, შაქარი და დასხით კარაქიან ტაფაზე, ადუღეთ 1 წუთის განმავლობაში და გადმოდგით ცეცხლიდან.ქათმის ხორცი სუფრასთან ისპანახთან, ლიმონის ნაჭრებსა და სოუსთან ერთად მიიტანეთ, ხორცს ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი პიტნის ფოთლები და ყველი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ახალი კარტოფილი ყველით

ისპანახის კატლეტები

$
0
0

 

შემადგენლობა:

  • 250 გრ ისპანახი
  • 1 ს.კ ზეთი
  • 150 გრ გახეხილი ყველი
  • 1 ც კვერცხი
  • 2 ც კვერცის ცილა
  • 2/3 ჭიქა რძე
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 1/4 ს.კ მარილი
  • 1 ს.კ წიწაკა

მომზადება:

ისპანახი მოხარშეთ და გაატარეთ. ცალკე ჯამში ერთად ზეთი, 1 ც კვერცხი და 2 ც კვერცხი ცილა

და რძე ავთქვიფოთ ერთად, დავუმატოთ ფქვილი, მარილი, წიწაკა, კარგად ავურიოთ. შემდეგ

დავუმატოთ ისპანახი,ყველი.კარგად ავურიოთ ეს ყველაფერი ერთმანეთში. მიღებული მასისგან

გააკეთეთ სასურველი ზომები და შეწვით ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.

შეაფასეთ გვერდი



ენა არაჟნით

$
0
0

 

ინგრედიენტები:

სტაფილო – 1 ც.

ხახვი – 1 თავი

საქონლის ენა – 400 გ.

არაჟანი – 1 ჩ.ჭ.

პილპილი და მარილი გემოვნებით

 

მომზადების წესი:

სტაფილო და ხახვი დაჭერით წვრილად. ენას დაასხით 0.4 ლიტრი ცხელი წყალი, წამოადუღეთ, დაუმატეთ დაჭრილი ბოსტნეული, მარილი და ხარშეთ 1 სთ. და 20 წუთი. ამოიღეთ ბულიონიდან, გადაავლეთ ცივი წყალი და გააცალეთ კანი. ენა დაჭერით გრძლად, მოასხით არაჟანი, მოაყარეთ პილპილი, მარილი და ეს ყველაფერი გააცხელეთ. გააფორმეთ მწვანილით.

შეაფასეთ გვერდი




კატლეტები გემრიელად

$
0
0

მომზადება:

500-500 გრ ძროხის და ღორის რბილი ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ხორცთან ერთად გაატარეთ

2 თავი ხახვი, 4 კბილი ნიორი, 2 ც ბულგარული წიწაკა, მწარე წიწაკა, ქინძი, ოხრახუში, 1 ც მოხარშული

კარტოფილი, რძეში ან წყალში დამბალი თეთრი პური, იმ რაოდენობით, რომ პური ხორცის 1/5 შეადგენდეს.

დაუმატეთ ხმელი ქინძი, შავი პილპილი, მარილი, 1 ც კვერცხი, 3ს.კ წყალი. აურიეთ კარგად.

დაყავით გუნდებად, სველი ხელით გააბრტყელეთ, მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ საფანელში და

შეწვით ცხიმიან ტაფაზე ორივე მხრიდან.

კატლეტები გემრიელად

4.8 (96.36%) 11 vote[s]



ოსტრი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 კგ საქონლის ხორცი
  • 2 თავი ხახვი
  • 2 ს.კ ტომატი
  • 1 ქილა დაკონსერვებული პომიდორი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • მარილი,წითელი წიწაკა-გემოვნებით
  • თითო-თითო კონა ქინძი,ოხრახუში

მომზადება:

ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ხახვი დავჭრათ წვრილად. დაჭრილი ხორცი გადავიტანოთ ქვაბში და დავდგათ მოსაშუშად. ცოტა ხანში დავაყაროთ ხახვი, მოვურიოთ, თავზე დავახუროთ და განვაგრძოთ შუშვა. კარგად რომ ჩაიშუშება და სითხეს შეიშრობს, დავამატოთ იმდენი მდუღარე წყალი, რომ ხორცი დაიფაროს. ქვაბს დავახუროთ თავსახური, ცეცხლს დავუწიოთ და ვაცადოთ ხორცს მოხარშვა. თუ წყალს დაიშრობს, ხორცი კი ჯერ მზად არ არის, მაშინ ცოტაოდენი წყალი დავამატოთ.

როდესაც ხორცი კარგად მოიხარშება, ნახარში ცალკე ჯამში გადავწუროთ. ხორცს დავუმატოთ დაკონსერვებული პომიდორი (სეზონზე ცოცხალი, გაფცქვნილი და წვრილად დაჭრილი 1 კგ პომიდორი გამოიყენეთ) და ტომატპასტა. დაახლოებით 10-15 წუთი დაბალ ცეცხლზე ვშუშოთ, შემდეგ დავუმატოთ თავისივე წვენი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოსტრის სისქე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. წვენი ნელ-ნელა დაუმატეთ, რომ კერძის კონსისტენცია აკონტროლოთ. სულ ბოლოს დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი, ნიორი, მარილი და წითელი წიწაკა.

თუ სქელ ოსტრს მოამზადებთ, გარნირად ბრინჯი მოუხდება. მოხარშული ბრინჯი საშუალო ზომის ჩაის ფინჯნით ამოიღეთ ქვაბიდან და თეფშზე ფრთხილად გადმოაპირქვავეთ, ზემოდან მოასხით ოსტრი და ასე ულუფებად განაწილებული მიიტანეთ სუფრასთან.

ოსტრი

4.3 (85.83%) 24 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

გულ-ღვიძლის მწვადი

შემწვარი ქათამი ( ტაბაკა)

$
0
0

მომზადება:

1 ც გასუფთავებული და გარეცხილ ქათამს წაუსვით ძმარში გახსნილი დანაყილი ნიორი,

მარილი,წიწაკა და ხმელი ქინძი.

დადეთ ცხელ, ცხიმიან ტაფაზე და შეწვით ყოველი მხრიდან,

თავდახურულ ტაფაში. დადეთ ლანგარზე და

ცხელ ქათამს კვლავ წაუსვით იმავე შემადგენლობის საკაზმი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ქათმის ფრთები სოუსი

შემწვარი ინდაური ჩირით

$
0
0

 შემადგენლობა:

  •  1 კგ ინდაური
  • 1.5 კგ საფანელი
  • ნახევარი ჭიქა გაგრის ჩირი
  • 0.25  ჭიქა კაკალი
  • 2 ს.კ ვაშლის წვენი
  • 1 ს.კ ზეთი
  • როზმარინი -მწიკვი
  • 1 ს.კ მდოგვი
  • 1 ს.კ წყალი
  • ნიორი
  • მარილი

მომზადება:

ინდაურის ხორცს მოვაშოროთ ძვლები და გავრეცხოთ. საფანელი, გატარებული გაგრის ჩირი,

კაკალი, ვაშლის წვენი, ზეთი, როზმარინი, გაჭყლეტილი ნიორი და მარილი ავურიოთ ერთმანეთში.

მიღებული მასა გადავიტანოთ ხორცზე, გადავახვიოთ და შევკრათ ძაფით. შევდგათ ხორცი

ღუმელში და მოვამზადოთ საშუალო ცეცხლზე. მდოგვი გავხსნათ წყალში და გადავუსვათ

ინდაურს.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ომლეტი სიმინდით

ტოლმა

$
0
0

შემადგენლობა:

  •   500 გრ ღორის ხორცი
  • 50 გრ ღორის ქონი
  • 1 თავი კომბოსტო
  • 1 თავი ხახვი
  • 1 ც კვერცხი
  •  მარილი-გემოვნებით
  • პილპილი-გემოვენბით

მომზადება:

სატოლმე კომბოსტოს ამოვაჭრათ გული  და მდუღარე წყალში გავაჩეროთ 5 წუთის განმავლობაში. როცა ფოთლები დარბილდება, კომბოსტო ამოვიღოთ, ფოთლები გავაცალკევოთ და ამოვაჭრათ მაგარი ადგილები. ღორის რბილი ხორცი, ქონი და ხახვი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, მიღებულ ფარშს დავუმატოთ პილპილი, კვერცხი, მარილი და კარგად ავურიოთ. ფარში შევახვიოთ კომბოსტოს ფოთლებში, მოვათავსოთ ქვაბში და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე ხორცის მოხარშვამდე.

ტოლმა

5 (100%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ქათმის მწვადი
Viewing all 2201 articles
Browse latest View live
<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>