Quantcast
Channel: ცხელი კერძები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all 2201 articles
Browse latest View live

ხორცის ბრაწულა ყველით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  250 გრ ფარში
  • 4 ც პრასი
  • 2 ს.კ ზეთი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 ს.კ ტომატი
  • 1 ც კვერცხი
  • 1/3 ჭიქა რძე
  • 3-4 მუჭა გახეხილი ყველი
  • მარილი,პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

პრასი  დავჭრათ წვრილად, გადავიტანოთ ჯამში, მოვაყაროთ მარილი და გავაცროთ 10 წთ. პრასი

მოვშუშოთ ზეთში ნელ ცეცხლზე, ჩავამატოთ გაჭყლეტილი ნიორი, ფარში, ტომატი, მარილი

და პილპილი. მიღებული მასა გადავიტანოთ ცეცხლგამძლე ჭუჭელში, შევდგათ ბრაწულა 200

გრადუსზე ღუმელში 2-3 წთ. როცა კვერცხი ოდნავ მოიბრაწება, გამოვიღოთ, მოვაყაროთ გახეხილი

ყველი და შევაბრუნოთ ღუმელში 10-15 წთ.

ხორცის ბრაწულა ყველით

4 (80%) 6 vote[s]




შემწვარი კარტოფილი

$
0
0

შემადგენლობა:

  • 800 გრ კარტოფილი
  • 2 ს.კ ზეთი
  • 250 გრ დაკონსერვებული პომიდორი
  • 1 ს,კ დაჭრილი ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • წიწაკა,შაქარი,მარილი-გემოვნებით

მომზადება:

კარტოფილი გავასუფთაოთ, დავჭრათმსხვილ ნაჭრებად, ჩავალაგოთ ფორმაში და მოვასხათ ზეითუნის ზეთი.
მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. გამოვაცხოთ აირღუმელში 45 წთ -ის განმავლობაში 200გრადუსზე.

მოვამზადოთ სოუსი. ხახვი და ნიორი გავასუფთაოთ წვრილად დავაქუცმაცოთ. გავაცხელოთ ზეთი და მოვადუღოთ ხახვი 5 წთ-თ.
დავუმატოთ ნიორი, პომიდორი , წიწაკა, შაქარი და მარილი გემოვნებით. ვთუშოთ 10 წუთით.

შემწვარი კარტოფილი

4.8 (95%) 4 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ბადრიჯნის მურაბა

ხორცის ბურთულები

$
0
0

შემადგენლობა:

  •  750 გრ საქონლის ხორცის ფარში
  • 1 დიდი ხახვი
  • 1 ნაჭერი კარაქი
  • ბულგარული წიწაკა
  • მარილი,პილპილი

მომზადება:

გაფცქვენით და დაჭერით ხახვი, შეურიეთ ხორცის ფარშს. გაადნეთ კარაქი და დაამატეთ წვეთი

წყალი, მარილი,პილპილი და ბულგარული წიწაკა.

დაისველეთ ხელები, გააკეთეთ ხორცის ბურთულები( თითო გვერდი-5 წუთი). მომზადებისთანავე

მიიტანეთ სუფრაზე.

ხორცის ბურთულები

4.4 (88.57%) 7 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ხორცი არაჟნით

კარტოფილის პიურე არაჟნით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 6 ც მოხარშული კარტოფილი
  • მარილი
  • 2 ს.კ კარაქი
  • 60 გრ არაჟანი
  • ნახევარი კონა მწვანე ხახვი

მომზადება:

კარტოფილისგან გავაკეთოთ პიურე, დავამატოთ მარილი, კარაქი ,წვრილად დაჭრილი მწვანე

ხახვი, არაჟანი და კარგად ავურიოთ. ასე მომზადებული პიურე ნამდვილად გემრიელია.

კარტოფილის პიურე არაჟნით

5 (100%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ისპანახი რძით და კვერცხით

ხორცის რულეტი ტომატით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  600 გრ საქონლის ან  ქათმი ხორცის ფილე
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 კონა ქინძი
  • 2ს.კ ტომატი
  • 2ს.კ მაიონეზი
  • 100 გრ ფქვილი
  •  შავი პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადება:

საქონლის ან ქათმის ხორცის ფილეს კარგად დავბეგვავთ. ცოტა შავ პილპილს, მარილს და დანაყულ ნიორს ავურევთ და ხორცს ამ მასაში ამოვსვრით. წვრილად დაჭრილ ცოცხალ ქინძს მოვაყრთ. მერე ხორცს საშუალო ფორმებად გავანაწილებთ. თითოეულს გადავკეცავთ  და ჩხირებით დავამაგრებთ. მაიონეზსა და ტომატს ერთმანეთში  გავხსნით და ხორცს მასში ამოვავლებთ. როგორც კატლეტს, ფქვილში ვაწყობთ და ტაფაზე ვწვავთ.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ხორცის ბრაწულა ყველით

მაკარონის ყველით და ბეკონით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  50 გრ მაკარონი
  •  1 ს.კ ზეთი
  •  150 გრ ყველი
  • 150 გრ არაჟანი
  •  3 ც კვერცხი
  •  1 ს.კ წვრილად დაჭრილი  ნიორი
  •  1 ს.კ დაჭრილი ოხრახუში
  •  1 ს.კ დაჭრილი ლიმონის გული
  •  50 გრ დამარილებული ბეკონი
  •  მარილი, პილპილი

მომზადება:

გააცხელეთ ღუმელი 200-225 გრადუსამდე. 2-3 ლ ადუღებულ წყალში მოხარშეთ მაკარონი, დაამატეთ

ზეთი და 10 წუთით ხარშეთ. გადაღვარეთ წყალი, გადაავლეთ ცივი გამდინარე წყალი და დატოვეთ

დასაწრეტად.

ერთმანეთში აურიეთ ახალი ყველი, არაჟანი და კვერცხი. დაამატეთ ნიორი, ოხრახუში და ლიმონი

რბილობი, შეაზავეთ მარილით და პილპლით. ყველის მასა ჩაუშვით მაკარონში, დაამატეთ კარაქი.

მოათავსეთ საცხობ ფორმაში ბეკონის ნაჭრებთან ერთად და 40 წუთი აცხვეთ ღუმელში.

მაკარონის ყველით და ბეკონით

4 (80%) 2 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

კომბოსტო კვერცხით

ავოკადოს პიურე

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 ც ავოკადო
  • 1 ც ვაშლი
  • 1 ც მსხალი

მომზადება:

ავოკადო, ვაშლი და მსხალი კარგად გავრეცხოთ, მოვაშოროთ კანი და კურკები. ხილი დავჭრათ წვრილად და ქვაბში ჩავთუთქოთ. მიღებული მასა შევაციოთ და დავუმატოთ რძე.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ირმის მწვადი

ბადრიჯანი მწვანილის გულსართით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 10-12 ც ბადრიჯანი ( მცირე ზომის)
  • 4-5 ც პომიდორი
  • 2-3 თავი ხახვი
  • 1 კონა ქინძი
  • 1 კონა რეჰანის ფოთლები
  • რამდენიმე ღერი კამა
  • რამდნეიმე ღერი ოხრახუში
  • 4-5 კბილი ნიორი
  • 1 ც მწვანე წიწაკა
  • მცენაეული ცხიმი
  • მარილი

მომზადება:

ბადრიჯნს მოაცალეთ ყუნწები, გარეცხეთ და დააწყვეთ საწურზე გასაშრობად. წვრილად დაჭერით  მწვანილი, ნიორი, წიწაკა, მოაყარეთ მარილი და აურიეთ. ბადრიჯანი ერთი მხრიდან გასერეთ და გამოტენეთ მწვანილის გულსართით. ცხიმში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ზევიდან დაალაგეთ ბადრიჯანი, მოასხით გახეხილი პომიდორი, დააფარეთ თეფში,დაადეთ სიმძიმე, დააფარეთ ხუფი და მოამზდეთ ცეცხლზე.

ბადრიჯანი მწვანილის გულსართით

5 (100%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

სამარხვო ბლინჩიკები

ხორცის რულეტი მწვანილით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2 კგ ღორის მჭლე ხორცი
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 ს.კ უცხო სუნელი
  • 1 ბულიონის წვენი
  • 1 ლიმონის წვენი
  • 4 ს.კ ზეთი
  • 1 კონა კამა
  • 1 კონა ოხრახუში
  • მარილი

მომზადება: 

ღორის ხორცი გაჭერით სიგრძეზე და კარგად დაბეგვეთ. დანაყეთ ნიორი, შეურიეთ სანელებლები, ბულიონის კუბი, ლიმონის წვენი და 3 ს.კ ზეთი. კარგად აურიეთ და დაუამტეთ დაჭრილი მწვანილი.ხორცს წაუსვით მწვანილიანი მასა, გადააახვიეთ და შეკარით ძაფით. რულეტი მოათავსეთ ცხიმწასმულ ტაფაზე და შედგით ღუმელში 200 გრადსუზე 1 სთ. დროდადრო მოასხით თავისივე წვენი.სუფრასთან მიტანის  წინ დაჭერით და მოათავსეთ ლანგარზე. მიირთვით ცოცხალ ბოსტნეულთან ერთად.

ხორცის რულეტი მწვანილით

5 (100%) 1 vote[s]



ტოლმა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 თავი კომბოსტო
  • 500 გრ ფარში
  • 1 თავი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • სუნელები-გემოვნებით
  • 1 ს.კ ლიმონის წვენი
  • 1 ს.კ ზეთი
  • 3 ს.კ მარილი

მომზადება:

კომობოსტო გავჭრათ შუაზე, ამოვაჭრათ გული და მოვხარშოთ წყალში 5-5  წუთი ორივე მხრიდან.

კომბოსტოს ფოთლებს მოვაჭრათ სიმაგრეები, დავადოთ ფარში, რომელსაც შევურევთ გატარებულ

ხახვს, ნიორს ,სუნელებს ,მარილს და წიწაკას და გავაკეთოთ ტოლმები. ჩავაწყოთ მზა ტოლმა

ქვაბში, მოვასხათ ლმონი წვენი, ზეთი, 1 ჭიქა წყალი.მოვაყაროთ მარილი და მოვამზადოთ ნელ

ცეცხლზე 45 წთ .

ტოლმა

3 (60%) 3 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

მწვანე ლობიო ფარშით

ლობიო ტომატით

$
0
0

მომზადება:

მოხარშეთ 500 გრ ლობიო. მოშუშეთ 2-3 თავი ხახვი 1ს.კ კარაქსა და 1ს.კ ზეთში.დაუმატეთ 1ს.კ ტომატი,

წიწაკა, ხმელი ქინძი, დანაყინი ნიორი, მარილი, შეურეით ლობიოს. დაუმატეთ 1 ს.კ ძმარი. ამოლესეთ.

სუფრაზე მიიტანეთ ცხლად, მწვანილმოყრილი.

ლობიო ტომატით

3 (60%) 2 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

სამარხვო სალათი

ხორცი პიურეთი

$
0
0

შემადგენლობა:

  •  250 გრ ხორცის ფარში
  • 1 თავი ხახვი
  • 450 გრ კარტოფილი
  • 3 ს.კ რძე
  • 25 გრ კარაქი
  • 30 გრ ტომატი

მომზადება:

ფარში და წვრილად დაჭრილი ხახვი ცხიმში მოვთუშოთ. დავუმატოთ ტომატი და კიდევ 30 წუთით ვშუშოთ.

კარტოფილისგან მოვამზადოთ პიურე, გადავუწუროთ წყალი და კარაქთან და რძესთან ერთად კარგად

გავსრისოთ. პიურე გადმოვიღოთ თეფშზე და ზემოდან მოვასხათ გამზადებული ხორციანი სოუსი.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

ქათმის ხორცი ანანასით

სოსისი ტომატის სოუსში

$
0
0

მომზადება:

დაჭრით 1 კგ სოსისი პატარა ნაჭრებად. მოათავსეთ ცხიმიან ტაფაზე და მოშუშეთ 3 თავ წვრილად დაჭრილ

ხახვთან ერთად. დაუმატეთ 2 ს.კ ტომატი. 5 წთ-ის შემდეგ დაასხით 2 ჭიქა წყალი, 3 კბილი ნიორი, წიწაკა, ხმელი

ქინძი, შავი პილპილი, მარილი.

5-10 წთ-ის შემდეგ გამორთეთ, გადმოდგით ლანგარზე, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი 50-50 გრ ქინძი

და ოხრახუში.

სოსისი ტომატის სოუსში

3.2 (64%) 5 vote[s]



ქათმი ნივრით

$
0
0

მომზადება:

კარგად გასუფთავებული ქათამი ჩავდოთ ქვაბში,დავასხათ წყალი და მოვხარშოთ.მოხარშული ქათამი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად,ჩავაწყოთ ღრმა ჭურჭელში და დავასხათ ზედ ქათმის წვენში გახსნილი დანაყილი ნიორი და მარილი.

 

ქათმი ნივრით

2.7 (53.33%) 3 vote[s]



მოხარშული ხორცი ნივრით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 2-3 კგ საქონლის ხორცი
  • 10 კბილი ნიორი

გარნირისვის:

  • 1 ს.კ მარილი
  • 5 კბილი ნიორი
  • წითელი წიწაკა-გემოვნებით
  • ქინძის მარცვლები-გემოვნებით

მომზადება:

ხორცი დავჭრათ საშუალო ნაჭრებად და მოვხარშოთ. როცა მზად იქნება, ამოვიღოთ წყლიდან, შევაციოთ და

წავუსვათ გაჭყლეტილი ნიორი. ნახევარი საათის შემდეგ ხორცს გადავუსვათ გარნირი, რომელიც ასე მზადდება:

ნიორი კარგად დავნაყოთ ქინძის მარცვლებთან ერთად და მარილთან ერთად. შევურიოთ წითელი წიწაკა და

გადავუსვათ ხორცს. გამზადებული ხორცი შევწვათ 45 წუთის განმავლობაში ღუმელში.

მოხარშული ხორცი ნივრით

3 (60%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

გოგრა მაკარონით

მაკარონი ყველით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 1 კგ მაკარონი
  • 3ს.კ კარაქი
  • გახეხილი ყველი
  • მარილი

მომზადება:

მაკარონი მოხარშეთ ჩვეულებრივი წესით, როცა მოიხარშება, გაწურეთ,

მარილი მოაყარეთ და შეურიეთ კარაქი და ბოლოს  მოაყარეთ გახეხილი ყველი.

მაკარონი ყველით

4.4 (88%) 5 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ჩაშუშული სოკო ღვინით

გუფთა

$
0
0

შემადგენლობა:

  • 100 გრ საქონლის ხორცი
  • 1 ც სტაფილო
  • 3-4 ღერი ოხრახუში
  • 1 თავი ხახვი
  • 10 გრ პური
  • 500 გრ წყალი
  • 1 ც კვერცხი
  • 3-4 ღერი კამა
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

საქონლის ხორცი, ხახვი და მწვანილები გავატაროთ ხორცსაკეპ მანქნაში. პური დავალბოთ ცივ წყალში, გავწუროთ და ისიც გავატაროთ. კვერცხი გავთქვფიოთ და მხოლოდ ნახევარი მოვასხათ ფარშს. მოვაყაროთ პატარა ბურთულები. ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი კამა, გახეხილი სტაფილო, მარილი და 2-3 წუთი ვადუღოთ. ჩავუშვათ ფარშის ბურთულები მდუღარე წვენში და დავტოვოთ ნელ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში.

 

გუფთა

3.3 (65%) 8 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ყაურმა

ხორცის ბრაწულა

$
0
0

შემადგენლობა:

  •  150 გრ ფარში
  • 2 ც ლავაში
  • 1 თავი ხახვი
  •  1 მუჭა დაჭრილი ნიგოზი
  • 1 ჭიქა რძე
  • 1 ც კვერცხი
  • 1 ს.კ იოგურტი
  • 2 ს.კ ზეთი
  • დარიჩინი-დანის წვერით
  • სუნელები,მარილი,შავი პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

ხახვი მოვშუშოთ ზეთში, დავუმატოთ ფარში, სუნელები და ვშუსოთ 2-3 წთ. ნიგოზი დავჭრათ

წვრილად, მოვაყაროთ ფარშს და კარგად ამოვურიოთ. ცალკე ჯამში მოვათავსოთ რძე, იოგურტი,

კვერცხი,მარილი,შავი პილპილი და ავთქვიფოთ. ტაფას მოვასხათ ზეთი,ჩავაფინოთ ლავაში,

ზემოდან მოვაყაროთ დაქუცმაცებული ლავაშის ნაჭრები, მოვასხათ რძის და კვერცხის ნარევი,

მოვაყაროთ  ფარში, ზემოდან დავაფინოთ ისევ ლავაშის ნაჭრები, ისევ მოვასხათ კვერცხის

და რძის ნარევი,მოვაყაროთ დარჩენილი ფარში, დავაფინოთ ლავაშის ნაჭრები, ისევ მოვასხათ

კვერცხის და რძის ნარევი, ოდნავ ზეთი, ტაფას დავახუროთ ხუფი და შევწვათ ნელ ცეცხლზე

ორივე მხრიდან 10-20 წთ.

ხორცის ბრაწულა

5 (100%) 1 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

გემრიელი საუზმე შვრიით

კატლეტი ბრინჯით და წიწიბურათი

$
0
0

შემადგენლობა:

  • ბრინჯი – 1 ჩაის ჭიქა
  • წიწიბურა – 1 ჩაის ჭიქა
  • ხახვი – 4-5 თავი
  • მწვანე ხახვი – 2-3 ძირი
  • ნიორი – 2-3 კბილი
  • ოხრახუში,  ქინძი, კამა – გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით
  • თეთრი პური – 200 გ.
  • ზეთი – 0,5-1 ჩაის ჭიქა
  • ორცხობილას საფანელი – 1 ჭიქა

მომზადება:

მოხარშეთ გარეცხილი ბრინჯი და წიწიბურა. გადაიტანეთ თუშფალანგზე და როცა კარგად დაიწურება, გაატარეთ ხორცსაკეპში ბოსტნეულთან და წინასწარ დამბალ პურთან ერთად. შეაზავეთ მარილით და შავი პილპილით. აიღეთ პატარა ულუფები, დაამრგვალეთ, მიეცით კატლეტის ფორმა, ამოავლეთ ორცხობილის საფანელში და შეწვით ტაფაზე, ცხელ ზეთში.

კატლეტი ბრინჯით და წიწიბურათი

3 (60%) 2 vote[s]



წაიკითხეთ სხვაც

ბადრიჯანი მაიონეზით

წიწიბურა ყველით

$
0
0

შემადგენლობა:

  • 200 გრ წიწიბურა
  • 100 გ კარაქი
  • 4ს.კ გახეხილი ყველი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:

წიწიბურა ჩაყარეთ 2 ჭიქა ადუღებულ მარილწყალში და ხარშეთ წყლის დაშრობამდე. თან  გამუდმებით ურიეთ. შერურიეთ კარაქი და შუშეთ თავდახურულ ქვაბში დაბალ ცეცხლზე.

მოხარშული წიწიბურა მოათავსეთ ცხიმწასმულ ფორმაში, მოაყარეთ გახეხილი ყველი, შედეთ  ღუმელში და გააჩერეთ 5წთ. მიირთვით არაჟანთან ერთად.

წიწიბურა ყველით

3.7 (73.33%) 3 vote[s]



Viewing all 2201 articles
Browse latest View live


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>