Quantcast
Channel: ცხელი კერძები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 2201

ხორცის ასორტი სოკოთი და სულგუნით

$
0
0

შემადგენლობა:

  •  150-200 გრ ქათმის, ძროხისადა ღორის ხორცი
  • 500 გე სოკო
  • 150 გრ შებოლილი სულგუნი
  • 2 თავი ხახვი
  • 1 ქილა მაიონეზი
  • 1 ქილა არაჟანი
  • სუნელები
  • შავი პილპილი და მარილი გემოვნებით

მომზადება:

ხორცი დავჭრათ  თხელ, მომცრო ნაჭრებად და მოვხარშოთ. მოხარშული ზორცი ცალკე ჭურჭელში ამოვიღოთ. ნახევარ ჭიქა ბულიონში გავხსნათ დანაყული ხმელი ქინძი, ზაფრანა და უცხო სუნელი. დაჭრილი სოკო მოვშუშოთ ნახევარ ჭიქა ბულიონში. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა და დავიწყოთ სადილის ” აწყობა”. სქელძირიან და ფართოპირიან თუჯის ქვაბს ძირზე მოვასხათ მეოთხედი ჭიქა ბულიონი და ფენა-ფენა დავაწყოთ ჯერ ღორის, შემდეგ ძროხის და ბოლოს კი ქათმის ხორცი. ხორცის ფენებს შორის კი მოვათავსოთ სოკო და ხახვი. კარგად გაზავებული და სუნელებიანი ბულიონი მოვასხათ თავზე ხორცისა და სოკოს ნაზავს. ზემოდან კი გადავუსვათ მაიონეზისა და არაჟნის ნაზავის თხელი ფენა., საბოლოოდ კი დავაყაროთ გახეხილი შებოლილი სულგუნი. შეგვიძლია, ქვაბი ღუმელში შევდგათ და ყველის  შეწითლების შემდეგ სუფრასთან მივიტანო.

წაიკითხეთ სხვაც

ხინკალი კახურად ხინკალი კახურად

Viewing all articles
Browse latest Browse all 2201


<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>