გთავაზობთ ჩვენი გვერდის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ მოწოდებულ უგემრიელეს რეცეპტს!
შემადგენლობა:
- ღუმელში გამომცხვარი(უკეთესია,შებოლილის გემო დაყვება) ან მოხარული გოგრა 4-5 საშუალო ნაჭერი
სამარხვო მაიონეზი 1 ს.კ
სამარხვო კარაქი 1 ს.კ
დაფნის ფოთოლი
პილპილი
ხმელი რეჰანი
უცხო სუნელი
მარილი
1 თავი ხახვი
1 კბილი ნიორი
მომზადება:
გოგრა მოვათავსოთ ბლენდერში,დავუმატოთ მაიონეზი,უცხო სუნელი,ხმელი რეჰანი,პილპილი მომეტებით,მარილი და გავათხელოთ წყლით ისე რომ მივიღოთ ბლანტი მასა.
დაბალ ცეცხლზე მოვშუშოთ ხახვი, ნიორი დაფნის ფოთოლი ერთად და დავუმატოთ დაბლენდერებული მზა მასა,წამოვადუღოთ და გემრიელი კერძი მზადააა.სუფრასთან მიტანის წინ მოვაყაროთ გოგრის მოხალული თესლები.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
შემწვარი სტაფილო ( ვიდეო) |