შემადგენლობა:
- 800 გრ კარტოფილი
- 500 გრ სოკო
- 1 ც ლიმონი
- 1 კონა ოხრახუში
- 40 გრ პარმეზანი
- 50 გრ საფანელი
- 8 ს.კ ზეითუნის ზეთი
- მარილი,პილპილი-გემოვნებით
მომზადება:
კარტოფილი გავრეცხოთ, დავჭრათ რგოლებად. სოკოც დავჭრათ რგოლებად და მოვასხათ
ლიმონის წვენი. წვრილად დაჭრილი ოხრახუში შევურიოთ გახეხილ ყველში და საფანელში.
ფორმას მოვუსვათ ზეთი, კარტოფილი და სოკო ჩავაწყოთ ფენა-ფენა, ყოველ ფენას მოვაყაროთ
მარილი და პილპილი, საფანელის, მწვანილის და ყველის ნაზავი, მოვასხათ ზეთი
და გამოვაცხოთ 175 გრადუს ტემპერატურაზე 1 საათი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
კარტოფილი ყველით |