შემადგენლობა:
- 320 გრ სპაგეტი
- 80 გრ საფანელი
- 4 ს.კ ზეითუნის ზეთი
- 2 კბილი ნიორი
- 1 ც წითელი წიწაკა
- მარილი-გემოვნებით
მომზადება:
3 ლიტრ ადუღებულ მარილიან წაყლში მოვხარშოთ სპაგეტი. ზეთში მოვშუშოთ შუაზე
გაჭრილი ნიორი და ნახევარი მწარე წითელი წიწაკა. 2 წთ-ში ამოვიღოთ ნიორი და წიწაკა,
ჩავაყაროთ საფანელი და ოდნავ მოვშუშოთ. მოხარშული სპაგეტი გადავწუროთ და მოვაყაროთ
ზეთში მოშუშული საფანელი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
კომბოსტოს სალათა |