შემადგენლობა:
- 250 გრ სოკო
- 1 კონა ოხრახუში
- 5 ც კვერცხი
- 3 ს.კ ზეითუნის ზეთი
- 1 ს.კ კარაქი
- მარილი,პილპილი-გემოვნებით
მომზადება:
გარეცხილი სოკო დავჭრათ თხლად, ოხრახუში დავჭრათ წვრილად, კვერცხი ავთქვიფოთ
მარილთან და პილპილთან ერთად, ჩავამატოთ 3/4 სოკო,3/4ოხრახუში და კარგად ავურიოთ.
ტაფაში გავადნოთ კარაქი,მოვასხათ ზეთი, ჩავასხათ მიღებული მასა და შევწვათ ორივე მხრიდან.
დარჩენილი სოკო დავალაგოთ ომლეტზე, გადავკეცოთ შუაზე და ზემოდან მოვაყაროთ
დარჩენილი ოხრახუში.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
კარტოფილის კალათები |