Quantcast
Channel: ცხელი კერძები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 2201

ყველის სუფლე

$
0
0

შემადგენლობა:

  • 150 გრ ყველი
  • 100 გრ ფქვილი
  • 100 გრ კარაქი
  • 200 მლ რძე
  • მწიკვი მუსკატის კაკალი
  • 4 ც კვერცხი
  • მარილი და პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. ყველი გავხეხოთ. რძე შევათბოთ. კარაქი გავადნოთ, გადავიტანოთ

თასში, დავუმატოთ ფქვილი და მოვურიოთ. დავუმატოთ კვერცხის გულები, რძე, მარილი (გააჩნია ყველის

სიმლაშეს),  პილპილი, ჯავზი და გახეხილი ყველი. კარგად მოვურიოთ. ცალკე თასში მწიკვ მარილთან ერთად

ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და ბეზე თანდათანობით დავუმატოთ ყველიან მასას.

ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე. სუფლეს მასა გადავიტანოთ წინასწარ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ

ფორმებში და აირღუმლის ზედა თაროზე 20 წუთის განმავლობაში ვაცხოთ. სუფლე ლამაზ ოქროსფერს რომ

მიიღებს და ამოიბურცება, უკვე მზადაა. სუფლე ცხელი უნდა მივიტანოთ სუფრასთან, თუმცა ცივიც

შესანიშნავია. განსაკუთრებით უხდება სალათებს, ხორცისა და ბოსტნეულის წვნიანებს. შესანიშნავი სნეკია

ლუდთანაც.

წაიკითხეთ სხვაც

moxrakuli dzexvi kombostoti მოხრაკული ძეხვი

Viewing all articles
Browse latest Browse all 2201

Latest Images

Trending Articles

<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>