Quantcast
Channel: ცხელი კერძები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 2201

ხახვის წვნიანი ფრანგულად

$
0
0

მასალა:

  • 6 დიდი ყვითელი ან წითელი ხახვი, დაჭრილი რგოლებად
  • ½ ჭიქა მშრალი წითელი ღვინო, თეთრი მშრალი ღვინო
  • ¼ ჩ.კ. შაქარი
  • ¼ ჩ.კ. ხმელი ტიმიანი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 8 ჭიქა საქონლის ბულიონი
  • 2 კბილი ნიორი, დაქუცმაცებული
  • 1 ½ ჭიქა გახეხილი ყველი გრუერი
  • 8 ნაჭერი ფრანგული პური, გახუხული
  • 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • მარილი და ახლად დაფქული პილპილი

მომზადების წესი:

დიდ ქვაბში, სქელი ძირით გავაცხელოთ ზეითუნის ზეთი და ვთუშოთ ხახვი. დაახლოებით ნახევარი საათი, მანამ სანამ არ შეყავისფრდება. მზადების დაწყებიდან 10 წთ–ში ხახვს დავაყაროთ შაქარი, კარამელიზირებისთვის. შეყავისფრებულ ხახვს დავამატოთ ნიორი. დავამატოთ წითელი მშრალი ღვინო, თეთრი მშრალი ღვინო , ტიმიანი და დაფნის ფოთოლი. ამავდროულად დავამატოთ საქონლის ბულიონი. დავაფაროთ თავსახური ქვაბს და ვადუღოთ ნახევარი საათი. შევაზავოთ პილპილით და მარილით, დაფნის ფოთოლი ამოვიღოთ. წვნიანი მოვათავსოთ ცეცხლგამძლე ჯამებში, დავადოტ ზემოდან გახუხული ფრანგული პური. მოვაყაროთ გახეხილი ყველი და ღუმელში შევდგათ 10 წთ–ით, ან სანამ ყველი გადნება და ბუშტების ამოშვებას დაიწყებს.

წაიკითხეთ სხვაც

Gvidzli Veneciurad ღვიძლი ვენეციურად

Viewing all articles
Browse latest Browse all 2201

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>