Quantcast
Channel: ცხელი კერძები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 2201

გოგრის სუპი

$
0
0

სამალა:

  • თხელკანიანი საშუალო ზომის გოგრა
  • ინბირი დაახლოებით კაკლისხელა
  • 2 მოზრდილი კბილი ნიორი
  • ერთი თავი ხახვი
  • 200 გრ ქოქოსის რძე (შეიძლება შეიცვალოს არაჟნით, ოღონდ კარგია, არაჟნის შემთხვევაში ორიოდე მიხაკსაც თუ დაურთავთ)
  • ბოსტნეულის ბულიონი
  • 150 გრ გრეიპფრუტის წვენი (შეიძლება შეიცვალოს ფორთოხლის და ლიმნის წვენის ნაზავით. მეტი ფორთოხალი, ნაკლები – ლიმონი)
  • 100 – 150 გრ გოგრის გარჩეული თესლი
  • კარი,მარილი,პილპილი და მუსკატის კაკალი (გემოვნებით)

მომზადება:

გოგრას კანი მოაჭერით და გული პატარა კუბიკებად დაჭერით.

კანის გაცლამდე თუ ცოტა ხნით დათუთქავთ მდუღარეში ან ორთქლში, საქმეს გაიადვილებთ.
ინბირი, ნიორი და ხახვი წვრილად დაჭერით, ჩაყარეთ ქვაბში და ზეითუნის ზეთში მოხრაკეთ.  გოგრის კუბიკებიც დაუმატეთ და მიახრაკეთ, შემდეგ იმდენი ბულიონი დაუმატეთ, რომ დაიფაროს. ხარშეთ, სანამ გოგრა დარბილდება, როცა მოიხარშება, მიქსერით ან ჩანგლით პიურედ აქციეთ. დაუმატეთ ქოქოსის რძე, კარაქი, მარილი, პილპილი, მუსკატი და კარგად მოურიეთ. 2-3 წუთი ხარშეთ. ბოლოს დაუმატეთ გრეიპფრუტის წვენი და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან. წვნიანი თხელი პიურესავით უნდა იყოს. თუ საჭიროა, ბულიონით ან მდუღარე წყლით გაათხელეთ. წინასწარ მოხალეთ გოგრის გარჩეული თესლი . გოგრის თესლი ქვაბში არ ჩაყაროთ, თეფშზე ჩაამატეთ წვნიანს გემოვნების მიხედვით.


Viewing all articles
Browse latest Browse all 2201

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>