Quantcast
Channel: ცხელი კერძები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 2201

ომლეტი ესპანურად

$
0
0

მასალა :

  • 500 გრ კარტოფილი
  • 1 თავი ხახვი
  • 150 მლ ზეითუნის ზეთი
  • 3 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში
  • 6 ცალი კვერცხი

მომზადება:

გაასუფთავეთ კარტოფილი, დაჭერით მსხვილ ნაჭრებად. ხახვი წვრილად დაჭერით. გააცხელეთ ზეთი ტაფაზე, დაამატეთ კარტოფილი და ხახვი, მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე 30 წთ-ის განმავლობაში. დაახურეთ თავზე, დროდადრო მოურიეთ. კარტოფილი რომ დარბილდება, გადმოიღეთ თუშფალანგზე, ზეთი შეინახეთ. ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ კარტოფილი, ოხრახუში, მარილი და პილპილი გემოვნებით. ზეთი გააცხელეთ, დაამატეთ მომზადებული მასა და მოამზადეთ დაბალ ცეცხლზე. კვერცხი რომ მოშრება, ომლეტი გადააბრუნეთ, ზედაპირი მოასწორეთ. გადმოიტანეთ თეფშზე. სუფრაზე მიტანის წინ გააგრილეთ.

წაიკითხეთ სხვაც

pancanella სალათი პანცანელა

Viewing all articles
Browse latest Browse all 2201

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>