შემადგენლობა:
- 250 გ საქონლის ფარში
- 400 გ დაკონსერვებული ლობიო
- 1ს.კ ტომატის პასტა + 150 მლ წყალი
- 100 გ გაყინული მწვანე ბარდა
- 1 პატარა ბულგარული წიწაკა
- ჩილი წიწაკა-გემოვნებით
- მარილი
- 1 ხახვი, 1 კბილი ნიორი
- ქინძი
მომზადება:
ხახვი და ნიორი მოვუშოთ ქვაბში, დავუმატოთ ფარში და გავაგრძელოთ შუშვა.
ფარში რომ თავისივე სითხეს დაიშრობს და მზად იქნება, დავუმატოთ ბარდა,
ტკბილი წიწაკა, ტომატი და წყალი.
ვშუშოთ 10 წთ, დავუმატოთ ლობიო და ვშუშოთ კიდევ 5 წთ.
მზა კერძს დავუმატოთ მარილი, მწარე წიწაკა გემოვნებით და დაჭრილი ქინძი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
მაკარონის სუპი |