შემადგენლობა:
- 4 ც სტაფილო
- 2 ჭიქა დაკონსერვებული ბარდა
- ნახევარი ჭიქა მანის ბურღული
- 3 ც კვერცხი
- 1 ს.კ შაქარი
- 2 ს.კ საფანელი
მომზადება:
სტაფილო მოვხარშოთ და ბარდასთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, მანის ბურღულისგან მოვხარშოთ ფაფა და შევურიოთ გატარებულ ბოსტნეულს. დავუმატოთ შაქარი , კვერცხი და კარგად გადავურიოთ. გავაკეთოთ მიღებული მასისგან კატლეტები, ამოვავლოთ საფანელში , შევწვათ ზეთში და მოვასხათ მაიონეზი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
კარტოფილი ესპანურად |