მასალა:
- ¼ ხახვი, წვრილად დაჭრილი
- 2 კბილი ნიორი, დაჭრილი
- ზეითუნის ზეთი
- 2 ნიახური ღერო, წვრილად დაჭრილი
- 300 მლ ბოსტნეულის ბულიონი
- 1 ს.კ. ტიმიანი, დაჭრილი
- 1 ს.კ. როზმარინი, დაჭრილი
- ¼ თეთრი კომბოსტო, დაჭრილი
- 1 ს.კ მწვანე ხახვი, წვრილად დაჭრილი
მომზადების წესი:
ქვაბში მოვთუშოთ ნიორი და ხახვი, 1 ს.კ. ზეითუნის ზეთში. დავამატოთ ნიახური და ბულიონი, ვადუღოთ 10 წთ–ი, შემდეგ დავამატოთ მწვანილი და კომბოსტო, ვადუღოთ კიდევ 20 წთ–ი. დავამატოთ მარილი და პილპილი, გემოვნებით. მომზადებული წვნიანი გადმოვიღოთ წვნიანის თეფშზე და მოვაყაროთ მწვანე ხახვი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ქათმის ჩახოხბილი |