მასალა :
- 1 ცალი ყაბაყი
- 1 ცალი კარტოფილი
- 1 ცალი საშუალო ზომის ხახვი
- 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- 200 გრ ყველი პარმეზანი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- 1 ჩ.კ ბეგქონდარა
- 1 ცალი პამიდორი
- 2 კბილი ნიორი
- 1 ცალი ცუკინი (ყაბაყის ჯიშიდანაა ყვითელი)
მომზადება:
გაზქურა გააცხელეთ 200 გრადუსამდე , წვრილად დაჭერით ხახვი, ნიორი და 5 წუთის განმავლობაში მოთუშეთ ზეითუნის ზეთში. გადმოიტანეთ მასა გამოსაცხობ დაზეთილ დაფაზე. სანამ ხახვი და ნიორი ითუშება დაჭერით დანარჩენი ბოსტნეული რგოლებად, და მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში (თითო-თითო მიყოლებით, ჰორიზონტალურად), მოაყარეთ მარილი, პილპილი და ბექგონდარა, შემდეგ გახეხეთ ყველი და მოაყარეთ ზედაპირზე. ზემოდან გადააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ გამოიღეთ , მოაცილეთ ფოლგა და 15-20 წუთით ისევ შედგით გამოსაცხობად.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
პენე საწებლით |