შემადგენლობა:
- 1 ც ქათამი
- 2 თავი ხახვი
- 500 გ პომიდორი
- 1-2 ც ტკბილი წიწაკა
- 40 გ ტომატ-პასტა
- 2ს.კ კარაქი ან ერბო
- 100 მლ თეთრი ღვინო ან წყალი
- 2-3 კონა ქინძი
- 1 კონა კამა
- 4 კბილი ნიორი
- ხმელი ქინძი დანის წვერით
- მარილი,ცხარე წიწაკა-გემოვნებით
მომზადება:
ქათამი გაასუფთავეთ, გარეცხეთ და დაჭერით. ხახვი წვრილად დაჭერით. პამიდორი დამდუღრეთ,კანი გადააცალკევეთ და წვრილად დაჭერით ან ბენდერში გათქვიფეთ. ტკბილი წიწაკა გაასუფთავეთ და ისე გახეხეთ,რომ კანი არ შეჰყვეს. დაჭერით მწვანილი. ქათამი და ხახვი მოათავსეთ ქვაბში, დაუმატეთ ხმელი ქინძი და მოშუშეთ. მოშუშულ მასას მოასხით პამიდვრის, ტომატ-პასტისა და ტკბილი წიწაკის ნაზავი. როცა მასა შესქელდება, ღვინო ან წყალი დაუმატეთ. ხარშეთ 30-5 წუთი. კერძს ბოლოს მოაყარეთ მარილი, წიწაკა და დაჭრილი ქინძი. ჩახოხბილი სუფრასთან ცხელი მიიტანეთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ღვიძლი ვენეციურად |