მასალა:
- 1,5 კგ კარტოფილი, გაფრცქვნილი
- 227 გრ კარაქი
- 1¼ ჭიქა ცხელი რძე
- ახლად დაფქული შავი პილპილი
- 1 დიდი კომბოსტო, წვრილად დაჭრილი
- 450 გრ ლორის ნაჭერი ან ბეკონი, მოხარშული ერთი დღით ადრე
- 4 ღერო მწვანე ხახვი, წვრილად დაჭრილი
- დაჭრილი ოხრახუში ფოთლები, გასაფორმებლად
მომზადება:
კარტოფილი ვხარშოთ ორთქლზე კანიანად, 30 წუთის განმავლობაში. კანი მოვაშოროთ დანა ჩანგალის გამოყენებით. დავჭრათ კარტოფილი ნაჭრებად. კარტოფილის სასრესით დავსრისოთ მთლიანად. დავამატოთ კარაქის ნახევარი. ნელ ნელა დავამატოთ რძე, თან ვურიოთ. დავამატოთ შავი წიწაკა გემოვნებით. მოვხარშოთ კომბოსტო უმარილო წყალში, მანამ ფერს არ შეიცვლის კომბოსტო. დავამატოთ 2 ს.კ. კარაქი. დავაფაროთ თავსახური 2 წთ–ით. გადავწუროთ, გავამშრალოთ და დავჭრათ წვრილად. მოვხარშოთ ლორი, 45 წთ–ის განმავლობაში. ამოვიღოთ წყლიდან და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. კარტოფილის პიურეს დავამატოთ კომბოსტო, ლორი და მწვანე ხახვი, გადავურიოთ ნაზად. გადავანაწილოთ ღრმა ჯამებში, კოვზით გავაკეთოთ ღრმული შუაში და ჩავდოთ 1 ს.კ. კარაქი, მოვაყაროთ ოხრახუში.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ბოსტნეულის ცისარტყელა |