Quantcast
Channel: ცხელი კერძები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 2201

მაწვნის წვნიანი

$
0
0

მასალა:

  • 1 ცალი ხახვი
  • 1 ცალი სტაფილო
  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 40 – 50 გრ ბრინჯი
  • 0.7 ლ ქათმის ან ინდაურის ნახარში (შეგიძლიათ შეცვალოთ ადუღებული წყლით)
  • 400 გრ მაწონი
  • 1 ცალი კვერცხი
  • 1 ჩ.კ პიტნა
  • 1 მუჭა დაჭრილი ქინძი, ოხრახუში
  • მარილი, პილპილი გემოვნებით
  • სულგუნის რამდენიმე ნაჭერი – სურვილისამებრ.

მომზადება :

გაახურეთ ქვაბი საშუალო ცეცხლზე. მოასხით ზეითუნის ზეთი და ჩაშუშეთ დაჭრილი ხახვი და სტაფილო. მოურიეთ პერიოდულად. ხახვი რომ დარბილდება (თუმცა ფერი არ უნდა იცვალოს), დაამატეთ ბრინჯი და ნახარში. დატოვეთ ცეცხლზე სანამ არ ადუღდება. დაახლოებით 8 წუთის შემდეგ, როდესაც ბრინჯიც მოიხარშება, დაამატეთ მაწონი და კვერცხი: ცალკე ჯამში გათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ მაწონი და კარგად მოურიეთ, რომ კვერცხი თანაბრად გადანაწილდეს. შემდეგ, მაწვნის მასა, ნელ-ნელა დაამატეთ წვნიანს და თან მუდმივად ურიეთ კოვზით. ცეცხლს ოდნავ ჩაუწიეთ.   დაამატეთ პიტნა, ოხრახუში და ქინძი და დატოვეთ ცეცხლზე სანამ არ ადუღდება, პერიოდულად მოურიეთ, რომ კვერცხი არ აიჭრას. დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ადუღების შემდეგ გამორთეთ.როდესაც წვნიანს თეფშზე გადმოიღებთ, შეგიძლიათ დაამატოთ სულგუნის რამდენიმე ნაჭერი.


Viewing all articles
Browse latest Browse all 2201

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>