შემადგენლობა:
- 1 კგ ბადრიჯანი
- 1 თავი ხახვი
- 50-100 გრ ნიგოზი
- 2-3 ც პომიდორი
- 3ს.კ ტომატპასტა
- უცხო სუნელი
- ხმელი ქინძი
- წიწაკა,მარილი
მომზადება:
საშუალო ზომის ბადრიჯანი გაჭერით სამ ნაწილად, დასერეთ 2-3 ადგილას, ბადრიჯნის სიგრძის პარალელურად. მოაყარეთ მარილი და მოათავსეთ საწურზე, გააცჶრეთ 2-3 საათი. ბადრიჯანი ჩაალაგეთ მდუღარე ზეთში ერთ ფენად და შეწვით ისე, რომ არ ჩაიხარშოს და დაიშალოს.
წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ცხიმში, დაამატეთ ტომატპასტა, გააგრძელეთ შუშევა, დაამატეთ გაფცქვნილი და დაჭრილი პომიდორი( სასურველია გაფცქვნილი პომიდორი მსუბუქად გაწუროთ და მერე დაჭრათ(, ჩათუთქულ პომიდორს დაამატეთ უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, წიწაკა, მარილი და ბოლოს გატარებული ნიგოზი. ადუღეთ 10-15 წუთი. მომზადებულ სოუსში აალაეთ ბადრიჯანი, დაახუეთ ქვაბს ხუფი და წამოასუღეთ.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
კარტოფილი ესპანურად |