Quantcast
Viewing all 2201 articles
Browse latest View live

ერბო-კვერცხი სულგუნით

შემადგენლობა:

  • 6-7 ც კვერცხი
  • 200 გრ სულგუნი
  • 50 გრ ერბო
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

სულგუნი დავჭრათ გრძელ და თხელ ნაჭრებად და დავდოთ ერბოდასხმულ გაცხელებულ ტაფაზე, შევწვათ ორივემ ხარეს შეწითლებამდე და სემდეგ ზემოდან დავასხათ ათქვეფილი კვერცხები.


შემწვარი ხორცი ყველით

შემადგენლობა:

  • 80 გრ საქონლის ხორცი
  • 150 გრ კარტოფილი
  • 10 გრ ყველი
  • კეტჩუპი-გემოვნებით

მომზადება:

საქონლის ხორცი დავჭრათ საშუალ ნაჭრებად და მოვხარშოთ. კარტოფილი მოვხარშოთ კანიანად. შევაციოთ და დავჭრათ კუბიკებად. როცა ხორცი მზად იქნება, დავაქუცმაცოთ,გადავტანოთ ცხიმწასმულ ტაფაზე, დავუმატოთ დაჭრილი აკრტოფილი , მოვახეხოთ ყველი და შევდგათ შესაწვავად.

ლობიო ტომატში

შემაგენლობა:

  • 40 გრ ლობიო
  • 20 გრ ხახვი
  • 120 გრ ტომატი
  • 50 გრ ზეთი

მომზადება:

ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ,დავასხათ წყალი და გავაჩეროთ 7 საათი. გადავუწურუოთ წყალი, დავასხათ ახალი და მოვხარშოთ. ტაფაში მოვხრაკოთ წვრილად დაჭღილი ხახვი და დავუმატოთ ტომატი. მოხარშულ ლობიოს ჩXავუმატოთ ტომატიანი ხახვი, მოვაყაროთ მარილი და ერთად წამოვადუღოთ.

ქათამი სულგუნით

შემადგენლობა:

  • 1 ც ქათამი
  • 10 გრ კარაქი
  • 100 გრ სულგუნი
  • 30 გრ ბროწეული

მომზადება:

სულგუნი დავჭრათ წვრილად, დავუმატოთ ბროწეულის მარცვლები, ერთმანეთში კარგად ავურიოთ, გამვტენოთ ქათამი ბროწეულიანი სულგუნით, გავკეროთ და შევწვათ ღუმელში.

კარტოფილი ყველით

შემადგენლობა:

  • 600 გრ ტკბილი კარტოფილი
  • 50 გე ყველი
  • 50 გრ კარაქი
  • რძე-გემოვნებით

მომზადება:

გავფცქვნათ კარტოფილი და დავჭრათ დიდ ნაჭრებად. ვხარშოთ 20 წუთის განმავლობაში და  როცა მზად იქნება, წყალი გაავწუროთ. მიქსერით კარგად ავთქვფიოთ კარტოფილი, რომ ერთგვაროვანი პიურე მიიღოთ. გავხეხოთ ყველი სახეხზე, დავუმატოთ კარაქი და რძე.

შემწვარი კვერცხი არაჟნით

შემადგენლობა:

  • 4 ც კვერცხი
  • 200 გრ არაჟანი
  • ნახევარი ჩ.ჭ სიმინდის ფქვილი
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ღრმა ტაფაში ჩავასხათ არაჟანი, დავუმატოთ სიმინდის ფქვილი, მარილი, ყველფაერი კარგად ავურიოთ და დავდგათ ნელ ცეცხლზე. ვურიოთ განუწყვეტლივ და გავაჩეროთ გაზქურაზე 3-5 წუთის განმავლბოაში. მიღებულ მასაში ფრთხილად ჩავახალოთ კვერცხი, ისე, რომ გული არა დავუზიანოთ,  დავახუროთ ხუფი და დავტოვოთ ცეცხლზე კვერცხის მომზადებამდე.

ქათმის რულეტი ყველით

შემადგენლობა:

  •  1.5 კგ ქაღმის ხორცი
  • 700 გე ყველი
  • 60 გრ ქინძი
  • 2 ს.კ მარილი
  • წითელი წიწაკა-გემოვნებით

მომზადება:

ქაამი მოვხარშოთ,მოვაშოროთ კანი და ძვლები, დავბეგვოთ, მოვაყაროთ არილი,პილპილი.ზემოდან დავადოთ წვრილად დაჭრილ ქინძთან შერეული ყველი, გადავახვიოთ როლეტვით, მოვათავსოთ დლბანდში, შევკრათ ძაფით და მოვხარშოთ მარილიან წყალში 30-40 წუთი.

 

შემწვარი სულგუნი ოხრახუშით

შემადგენლობა:

  • 200 გრ სულგუნი
  • ნახევარი ჩ.კ გქვილი
  • 1 ჩ.კ ზეთი
  • 3-4 ღერი ოხრახუში

მომზადება:

სულგუნი ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ ცხიმიან ტაფაზე. ოხრახუში დავჭღათ წვრილად და გამზადებულ სულგუნს მოვაყაროთ ზემოდან.


ფეტვის ფაფა

შემადგენლობა:

  • 200 გრ ფეტვი
  • 300 გრ რძე
  • 20 გრ კარაქი
  • მარილი-გემოვნებით
  • 1 ჩ.კ შაქარი

მომზადება:

გარჩეულ ფეტვს დავასხათ თბილი წყალი და დავვდგათ ცეცხლზე. როცა ოდნავ გაფუვდება, გადმოვდგათ,გადავწუროთ საწურზე. რძე ავადუღთ, ჩავყაროთ მასში ფეტვი, მარილი,შაქარი და მიირთვით ცხელი.

გულ-ღვიძლის მწვადი

შემადგენლობა:

  • 100 გრ ღვიძლი
  • 100 გრ გული
  • 100 გრ პამიდორი
  • 1 თავი ხახვი
  • მარილი,პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

გულ-ღვიძლი გავასუფთავოთ, დავჭრათ ნაჭრებად და გავაჩეროთ   წყალში 2-3 საათი.  გადავუეურროთ წყალი, მოვაყაროთ მარილი,პილპილი, გრძლად დაჭრილი ხახვი და დავტოვოთ 2 საათი. ავაგოთ შამფურზე გულ-ღვიძლი პამიდორთან ერთად და შევწვათ 3-4 წუთის განამვლობაში.

მწვანე ლობიო კვერცხით

შემადგენლობა:

  • 600 გრ მწვანელ ობიო
  • 4 ც კვერცხი
  • 40 გრ ზეთი
  • მარილი-გემოვნებით
  • 1 კონა ქინძი

მომზადება:

მწვანე ლობიო დავამტვრიოთ, მოვხარშოთ და გადავიტანოთ საწურზე. ტაფაში ჩავასხათ ზეთი დ მოვხრაკოთ მოხარშული მწვანე ლობიო. მოვასხათ კარგად ათქვეფილი კვერცხი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.

აზერბაიჯანული ტოლმა

შემადგენლობა:

  • 160 გრ ცხვრის ხორცი
  • 1 ს.კ ქონი
  • 50 გრ ვაზის ფოთოლი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 ს.კ ბრინჯი
  • 1 ს.კ ბარდა
  • 10 გრ ქინძი,კამა
  • 5 გრ დარიჩინი
  • 50 გრ მაწონი
  • 5 გრ პიტნა
  • შავი პილპილი,მარილი-გემოვნებით

მომზადება:

ხახვი და ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ მარილი,პილპილი, წვრილა  დაჭრილი მწვანილები, თბილ წყაში დამბალი ბარდა და ყველაფერი ერთად ავურიოთ. ვაზის ფოთოლში გავახვიოთ მიღებული ფარში, ტოლმა ჩავაწყოთ ქვაბბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. სუფრასთან მიტანამდე მოვაყაროთ დარიჩინი და პიტნა. ტოლმას გარნირად მაწონი მოვასხათ.

ყაურმა

შემადგენლობა:

  • 1.2 კგ ცხვრის ხორცი
  • 1/2 ჭიქა ზეთი
  • 3 თავი ხახვი
  • 500 გრ პომიდორი
  • მარილი,პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

ცხვრის ხორცი დავჭღათ 40-50 გრამიან ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და შევწვათ ცხიმში. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავასხათ წყალი ან ხორცის ბულიონი და ვადუღოთ ხორცის მოხარშვამდე. პამიდორს გავაცალოთ კანი და მოვშუშოთ ცხიმში. როცა ხორცი მოიხარშება, დავამატოთ ჩაშუშული პამიდორი და მივიტანოთ სუფრასთან.

ქათმის მწვადი

შემადგენლობა:

  • 1 კგ ქათამი
  • 2 ც ხახვი
  • ქინძი,ოხრახუში-გემოვნებით
  • მარილი,პილპილიმკოწახური-გემოვნებით

მომზადება:

ქათამი  გავასუფთავოთ, დავჭრათ საშუალო ნაჭრებად, მოავაყაროთ ამრილი, პილპილი, კოწახური, წამოვაგოთ შამფურზე და შევწვათ. როცა გამზადდება, მოვაყაროთ მრგვლად დაჭრილი ხახვი და სუფრასთან მიტანამდე მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილები.

ჩიჟი-პიჟი

შემადგენლობა:

  •  600 გრ პამიოდრი
  • 2 თაივ ხახვი
  • 1ს.კ ზეთი
  • 3 ც კვერცხი
  • 2 ს.კ რძე
  • 4-5 ღერი ოხრახუში
  • მარილი,პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

ხახვი დავჭრათ მრგვალად და მოვხრაკოთ ზეთში. როცა შეწითლდება, დავუამტოთ კანგაცლილი და დაჭრილი პამიდორი, კვერცხში გავხსნათ რძე, ამრილ იდა მოვასხათ პამიდორს, დავაყართ მწვანილი, კარგად ამოვურიოთ და დავტოვოთ ნელ ცეცხლზე კერძის სრულ მომზადებამდე.


სიმინდის ფქვილისგან მომზადებული ღომი

მომზადება:

ჩავასხათ ქვაბში წყალი, ჯერკ იდევ ადუღებამდე ჩავყაროთ სიმინდის ფქვილი იმდენი, რომ წყალმა მიიღოს ფქვილის ფერი. როცა წყალი ადუღდება, ქვაბში ჩავაზილოთ სიმინდის ფქვილი და სუთით ვურიოთ სწრაფად. კარგად რომ ჩაიზილება, ვშუშოთ სდაახლოებით ნახევარი საათი. კიდევ კარგად ჩავზილოთ, ცოტა ხანს გავაჩეროთ ცეცხლზე და ამოვიღოთ თეფშზე წყალში ამოვლებული ჩოგნით.ფქვილის ჩაზელის შემდეგ წყლის ჩამატება აღარ შეიძლება.

ერბო-კვერცხი სულგუნით

შემადგენლობა:

  • 6-7  ც კვერცხი
  • 200 გრ სულგუნი
  • 50 გრ ერბო
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება:

სულგუნი დავჭრათ გრძელ და თხელ ნაჭრებად და დავდოთ ერბოდასხმულ გაცხელებულ ტაფაზე, შევწვათ ორივე მხარეს შეწითლებამდე და შემდეგ ზემოდან დავასხათ ათქვეფილი კვერცხები.

შემწვარი კარტოფილი ( ვიდეო)

შემადგენლობა:

  • 1 კგ პატარა კაროტოფილები
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ს.კ როზმარინი
  • 2 ს.კ ზეთი
  • მარილი და პილპილი-გემოვნებით

მომზადება:

კარტოფილ იგავჭღათ შუაზე, ტაფზე დავასხთ ზეთი და დავყაროთ კაროტიფლები,როცა შეიწვება, მოვაყაროთ დაჭრილი ნიორი, როზმარინი, მარილი და პილპილი, ვაცადოთ ცოტახანი და გადმოვდგათ.

ბრინჯისგან მოზადებული ღომი

მომზადება:

1 ჩ.ჭ ბრინჯი გავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ, დავასხათ 4-5 ჩ.ჭ წყალი, დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვხარშოთ, სანამ ბრინჯი კარგად არ ჩაიხარშება. შემდეგ ჩავყაროთ  შიგ ცოტა სიმინდის ფქვილი, დავზილოთ და ნელ ცეცხლზე ვშუშოთ. სანამ ფვილის სუნი არ მოშორდება.

მწვანე ლობიოს ფრი ( ვიდეო)

შემადგენლობა:

  • 1 კგ მწვანე ლობიო
  • 3 ც კვერცხი
  • 1/2 ჭიქა პარმეზანი
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:

პარმეზანი ჩავახეხოთ ყველში. დავამატოთ მარილი და პილპილი და კარგად ავთქვიფთ. ლობიო ჯერ ამოვავლოთ ფქვილში და შემდეგ კვერცხში და ჩავუშვათ გაცხელებულ ზეთში შესაწვავად.

წაიკითხეთ სხვაც

Image may be NSFW.
Clik here to view.
souzi
სოუზი
Viewing all 2201 articles
Browse latest View live