Quantcast
Channel: ცხელი კერძები – Receptebi – Salatebi –რეცეპტები
Viewing all articles
Browse latest Browse all 2201

ბოსტნეულის ტოლმა

$
0
0

უგემრიელესი და განსხვავებული ტოლმის რეცეპტი, სცადეთ მისი მომზადება!

შემადგენლობა:

  • 5 ცალი პატარა ბადრიჯანი
  • 5 ც ბულგარული წიწაკა
  • 0,5 მოხარშილი ბრინჯი
  • 200 გ სოკო
  • 1 ცალი სტაფილო
  • 1-2 თავი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 4ს,კ ზეთი
  • 1 კონა ქინძი
  • 2 ს.კ ტომატ-პასტა
  • 1 ჩ,კ ხმელი ქინძი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება: 

 

 ბადრიჯნებსა და წიწაკებს ამოაცალეთ გული და თესლი. ბადრიჯნის რბილობი წვრილად დაჭერით და ცალკე შეინახეთ. სოკო წვრილად დაჭერით, სტაფილო გახეხეთ. ხახვი დაჭერით და ნიორთან ერთად მოშუშეთ ზეთში, დაუმატეთ სტაფილო, ბადრიჯნის რბილობი, სოკო და წვრილად დაჭრილი მწვანილი.

მოხარშეთ ბრინჯი და სანელებლებთან ერთად ისიც შეურიეთ მოშუშულ გულსართს. ამ გულსართით დატენეთ ბადრიჯნები და წიწაკები, ჩააწყვეთ ქვაბში, დაასხით 1-2 ჭიქა წყალში გახსნილი ტომატ-პასტა. წვენი შეანელეთ მარილითა და წიწაკით. ბოსტნეული მჭიდროდ უნდა ეწყოს ქვაბში. ტოლმა ხარშეთ თავდახურული საშუალო ცეცხლზე.

შეაფასეთ გვერდი



წაიკითხეთ სხვაც

qatami sokoti da bardit ქათამი სოკოთი და ბარდით

Viewing all articles
Browse latest Browse all 2201

Trending Articles



<script src="https://jsc.adskeeper.com/r/s/rssing.com.1596347.js" async> </script>