შემადგენლობა:
- 2 კგ ხორცი
- 0.5 კგ ხახვი
- 1 ჩ.ჭ ნიგოზი
- 3 კ ზაფრანა
- 3-4 ს.კ ხმელი ქინძი
- 2-3 თავი ნიორი
- მარილი,პილპილი-გემოვნებით
მომზადება:
მსუქანი ხორცი დავჭრათ საშუალ ოზომის ნაჭრებად ( შეიძლება ძვლებიანიც), დავასხათ წყალი ისე, რომ კარგად ფარავდეს და ვადუღოთ. დუღულის დროს მოვხადოთ ქაფი. ნახევრად მოხარშულ ხორცს დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, წმინდად დანაყილი ნიგოზი შეზავებული ზაფრანით, შავი პილპილით, ხმელი ქინძით და მარილით. ქურიდან გადმოდგმისას დავამატოთ დანაყილი ნიორი.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
''ოჯახური'' ბოსტნეულით |