შემადგენლობა:
- 1 კგ შამპინიონის სოკო
- 2 თავი ხახვი
- 50 გრ კარაქი
სოუსი:
- 1 თავი ხახვი
- 600 მლ რძე
- 1 ც დაფნა
- 30-50 გრ დაუფქველი შავი პილპილი
- 4ს,კ კარაქი
- 1/3 ჭიქა ფქვილი
- მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება:
სოდოს ჩვეულებრივ გავასუფთავებთ და წვრილად დაჭრილ ხახვან ერთად კარაქში მოვთუშავთ. სანამ სოკო გაცივდება, სოუსს მოვამზადებთ. მთილიან ხახვში დაუფქველ პილპილებს ჩავარჭობთ, რძეში ჩავდებთ და გაზქურაზე დავდგამთ. ერთ ცალ დაფნის ფოთოლსაც ჩავაგდებთ. ადუღების მერე ცეცხლიდან გადმოდგამთ და 15 წუთი ასე გავაჩერებთ. შემდეგ რძეს გადავწურავთ, რომ მხოლოდ სუფთა მასა დარჩეს. დაბალ ცეცხლზე კარქს გავალღობთ და ცოტა-ცოტა ფქვილს ჩავყრით. სილ უნდა ვურიოთ და კარგად რომ შეერევა, გადაწურულ რძეს დავასხამთ. მარილისა და პილპილსაც ჩავამატებთ. 20 წუთის განმავლობაში, ძალიან დაბალ ცეცხლზე გვიდგას და სულ სურევთ. როცა გამზადდება, სოკოს მასში ჩავყრით.
წაიკითხეთ სხვაც
![]() |
ღორის ხორცის რულეტი |